ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი


ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” 2014 წლის 15 თებერვლიდან იწყებს პირველკლასელთა რეგისტრაციას.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ სკოლის ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და შევთანხმდებით შეხვედრაზე და გასაუბრებაზე. რეგისტრაციის გასავლელად გადადით ლინკზე.

რეგისტრაციის დასრულებისას დააწკაპუნეთ submit ღილაკზე


რატომ ”პროგრესი”

  1. თბილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემო;
  2. სკოლამდელი განათლება 5 წლის ბავშვებისთვის;
  3. სკოლას აქვს, როგორც სახელმწიფო ასევე ამერიკული ლიცენზია;
  4. თითოეული მოსწავლის მაღალ აკადემიურ შედეგზე ორიენტირებული სწავლება;
  5. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად დანერგილია მსოფლიოში აპრობირებული ევროპული და ამერიკული თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდები და მიდგომები;
  6. უცხო ენების და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება:
  • ინგლისური პირველი კლასიდან.
  • რუსული მე-3 კლასიდან.
  • ფრანგული , გერმანული (არჩევითი ) მე-6კლასიდან.
  1. მე-4 კლასიდან მოსწავლეების მზადება Cambridge-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად;
  2. მე-5 კლასიდან სხვადასხვა საგნების ინგლისურ ენაზე სწავლება;
  3. მე-7 კლასიდან გაძლიერებული მათემატიკის და უნარების სწავლება ( IXL- I excel საერთაშორისო პროგრამით სწავლება);
  4. უცხოელი პედაგოგები;
  5. მე-10 კლასიდან მოსწავლეების საერთაშორისო გამოცდებისათვის, როგორიც არის (AP- Advanced Placement, SAT-Scholastic Assessment Test, Cambridge A Level) მომზადება.
  6. მე-10 კლასიდან ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდებისათვის მომზადება;
  7. სკოლას ყავს სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, რესპუბლიკურ კონფერენციებსა და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, ამერიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ პროგრმა FLEX-ში გამარჯვებულები /alumni/;
  8. მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასკოლო ბაზა:
  • მდიდარი ქართული და უცხოური ბიბლიოთეკა
  • კლას-კაბინეტური სისტემა და ლაბორატორიები
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების, ჭადრაკის, ხელოვნების კაბინეტები და სპორტული დარბაზი;
  1. მოსწავლეებს ემსახურება მედდა, სამკურნალო ფიზკულტურის ტრენერი, მასაჟისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი;
  2. მოსწავლეებს ემსახურება სკოლის სატრანსპორტო საშუალებები;
  3. ჯანსაღი კვება და მრავალფეროვანი მენიუ;
  4. კლასში არაუმეტეს 15-16 მოსწავლისა (პირველ-მეორე საფეხურზე);
  5. არაუმეტეს 8 მოსწავლისა სააბიტურიენტო კლასებში;
  6. მოსწავლის ინდივიდუალური ელ.დღიური მიმაგრებული სკოლის საიტზე, რომელიც განკუთვნილია მშობლებისათვის, რათა თვალყური ადევნონ თავიანთი შვილების შეფასებასა და რეიტინგს;
  7. სტატისტიკის მიხედვით პროგრესის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა (70%) სასწავლო გრანტებით ირიცხება , როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში;
  8. სასწავლო პროცესი გრძელდება 9 საათიდან 4 საათამდე (სურვილის შემთხვევაში 9 საათიდან 6 საათამდე).
  9. სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ ორმაგი ხარისხის ატესტატს:

1.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ ატესტატს;
2.ნიუ იორკის განათლების საბჭოს მიერ აკრედიტირებულ საშუალო განათლების სერტიფიკატს;
3.Cambridge-ის B2 დონის სერტიფიკატს;
4.გოეთეს/დელფის B1 დონის სერტიფიკატს გერმანულ/ფრანგულ ენებში;
5.შესაძლებლობას სწავლა გააგრძელონ ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში;


ჩვენი მისიაა:

BE THE CHANGE YOU WISH TO SEE IN THE WORLD
1.აღვზარდოთ განათლებული, ეფექტური, პროგრესულად მოაზროვნე პასუხისმგებლობის მქონე 21-ე საუკუნის მოქალაქეები.
2. აღვზარდოთ სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული ნაწილი, რომლებიც კეთილგანწყობილნი არიან გარშემომყოფთა მიმართ და გაცნობიერებული აქვთ, რომ მიზნის მისაღწევად დიდი შრომა და მონდომებაა საჭირო.
3.აღვზარდოთ თაობა, რომელთაც იციან სად გადის ზღვარი საკუთარ და გარშემომყოფთა უფლებებს შორის, გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში გააღვივოს განსხვავებული აზრისა და კულურის პატივისცემა.


სკოლაში ფუნქციონირებს:

    მუსიკალური სტუდია ‘’არტ პროგრესი’’;

  • სტუდია ითვალისწინებს ხალხური და საესტრადო სიმღერების საგაკვეთილო მეცადინეობებს, როგორც გუნდში ისე ინდივიდუალურად.
  • მუსიკალური ექვსწლედი (ფორტეპიანო, სოლფეჯიო, გუნდი); კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ დიპლომს.
  • ინგლისურენოვანი დრამატული წრე ( English Drama Club)
  • მხატვრული კითხვისა და სასცენო მეტყველების კურსი; მოსწავლეები მოემზადებიან საბავშვო სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. მეცადინეობებს წარუძღვება ლადო მესხიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობები: აბელ სოსელია და გიგა მიქაძე;
  • ეროვნული ცეკვის ანსაბლი ‘’ორიონი’’
  • ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი; სასწავლო კურსი ითვალისწინებს წერისა და ჟურნალისტური კულტურის დაუფლებას. მოსწავლეები სკოლის პროფესიონალი ჟურნალისტის დახმარებით უზრუნველყოფენ სასკოლო გაზეთ ‘’პროგრესელების’’ მომზადებას და რადიო ‘’ ორინჯის’’ ფუნქციონირებას.
  • სპორტული სექციები: კალათბურთი, ჭადრაკი.
  • ლიდერთა სკოლა;
  • ლიდერთა სკოლის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ლიდერების მომზადება ახალი, პროგრესული საუკუნისათვის.
  • American Club ( ამერიკული ენისა და კულტურის კურსს უძღვებიანამერკელი სპეციალისტები)

წარჩინებულ მოსწავლეთათვის გათვალისწინებულია:

    • სპეციალური ჯგუფები საერთაშორისო სერტიფიკატების მოსაპოვებლად; სკოლა 5 წელია წარმატებით ამზადებს მოსწავლეებს Cambridge (KET, PET, FCE)- ის, TOEFL და IELTS ის ( ინგლისური ენა), გოეთეს ( გერმანულ ენა), დელფის (ფრანგული ენა) საერთაშორისო გამოცდებისათვის.
    • სემესტრული სტიპენდიები;
    • სასწავლო ექსკურსიები და ბანაკები;
    • გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა საზღვარგარეთ;

 

      ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი ყოველწლიურად უზრუნველყოფს 3 საუკეთესო მოსწავლის გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში საზაფხულო პროგრამით გაგზავნას.

 


      სკოლის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი:

ნინო ჩიკვაშვილი

      -გენერალური დირექტორი ( ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის TEA-ს პროგრამის სტიპენდიანტი) London School of Management- ის კურსდამთავრებული.

We are the Best, Better than the Rest

      სკოლის ხედვა:
      ჩვენი სასწავლო დაწესებულება მიზნად ისახავს იყოს გამორჩეული და საუკეთესო, რომელიც თავდადებით ემსახურება მოზარდების მომავლის ლიდერებად ფორმირებას რომელებიც ისწრაფვიან უკეთესობისაკენ შეცვალოს არსებული.

სიახლე სექტემბრიდან!

სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს NEW INTERNATIONAL SCHOOL (FOR BUILDING UP MORE SKILLS AND COMPETENCIES IN ACADEMIC ENGLISH). მოსწავლეები საგნობრივ სწავლას გაივლიან ინგლისურ ენაზე ამერიკული სკოლის მოდელის მიხედვით, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ AP (ADVANCED PLACEMENT), SAT (SCHOLASTIC ASSESSMENT TEST) და CAMBRIDGE O and A LEVEL საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას ევროპისა და აშშ-ს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. სწავლებას უძღვებიან ამერიკიდან მოწვეული პედაგოგები.

ჩვენთან მიღებული ცოდნა კარს გაგიღებთ ნებისმიერ სახელმწიფო თუ საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში;

ჩვენი მიზანია ეფექტური, პასუხისმგებლობის მქონე, განათლებული ლიდერების მომზადება ახალი პროგრესული საუკუნისათვის.

სკოლის ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის TEA პროგრამის სტიპენდიატი).