ლაზარსკის ევროპული უნივერსიტეტი

ქ.ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლას ჰყავს პარტნიორი უნივერსიტეტი პოლონეთში. “პროგრესი” ერთადერთი სკოლაა საქართველოში, რომელიც ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს ლაზარსკის ევროპულ უნივერსიტეტთან (უელსის უნივერსიტეტის ფილიალი), სადაც სწავლების ორი მიმართულება არსებობს:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ბიზნეს ეკონომიკა.

ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” მოსამზადებელი კურსი 2011 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ლეაციებს კითხულობს ბრიტანეთიდან მოწვეული ლექტორი მეთიუ პალმერი. სწავლება მიმდინარეობს ლაზარსკის ევროპული უნივერსიტეტის პროგრამებით.

მოსწავლეები, რომლებმაც გაიარეს წინასაუნივერსიტეტო კურსი, მიიღებენ ლაზარსკის ევროპული უნივერსიტეტის მიერ გაცემულ სერტიფიკატს, ხოლო წარმატებული 5 მოსწავლე გრანტით გაემგზავრება ამავე უნივერსიტეტში სასწავლებლად.