კონფერენციები და პროექტები

 

 

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი

სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი    ატარებს სასწავლო შემოქმედებით კონფერენციას.

სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის მიზანია :

განუვითაროს მოსწავლეს  დამოუკიდებლად მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარები

საშუალება მისცეს ჩამოაყალიბოს, წარმოაჩინოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია არჩეული თემის ირგვლივ .

შეიძინოს ღრმა თეორიული ცოდნა.

ნიჭიერი მოსწავლეების მოტივირება და წარმოჩენა

ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციის ხელის შეწყობა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის VIII,IX,X კლასის მოსწავლეებს .კონფერენციის მუშაობა დაყოფილია შემდეგ სექციებად:

ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია.

მათემატიკის სექცია.

უცხო ენების სექცია(ინგლისური.გერმანული,რუსული)

საზოგადოებრივი სექცია(ისტორია.გეოგრაფია)

საბუნებისმეტყველო სექცია(ქიმია,ფიზიკა,ბიოლოგია)

კონფერენციის ჩატარების პირობები:

კონფერენცია ჩატარდება ორ ეტაპად.

პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული საკონფერენციო თემების გადარჩევა კომპეტენტური კომისიის მიერ და საუკეთესო ნაშრომების ავტორების გამოძახება მეორე ეტაპისთვის. (პირველი ეტაპისთვის  ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20დეკემებრი)

მეორე ეტაპზე-გადასული თითოეული ნაშრომის ავტორმა პრეზენტაციის სახითPower-Point (მაქსიმუმ 20 სლაიდი)ფორმატით  უნდა წარმოადგინოს  ნაშრომი   შესაბამისს სექციაში ინგლისურ ენაზე.რომელიც გაიმართება იანვრის ბოლოს ზუსტი რიცხვი გეცნობებათ.მეორე ეტაპის კომისიაში მოწვეული იქნებიან პირველ ეტაპზე არჩეული  თემების ავტორების მასწავლებლები ,რომლებიც თვითონვე მიიღებენ შეფასებაში მონაწილეობას.

შეფასების კრიტერიუმები:

ნაშრომის შეფასებისას ყურადღება მიექცევა მასალის შემოქმედებითობას , ნაშრომის ორიგინალურობას;  თემაში კვლევითი ან გამოგონებითი მიგნების არსებობას;·  ნაშრომის შინაარსს: თანამიმდევრული მსჯელობას, არგუმენტირებულ დასკვნებს;·  ინფორმაციის მოძიებას, მისი შესწავლის სიღრმისეულობას, კრიტიკული და შედარებითი· ანალიზი;  პრობლემების ხედვას და შეფასებას;·  ნაშრომის ენას და სტილს, ტექნიკური მხარის სისწორეს;·

კონფერენციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:კონფერენციის  ყველა მონაწილე მიიღებს  სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო ნაშრომის ავტორი რომელიც, დაიმსახურებს პირველ ადგილს  2კვირით გაემგზავრება დიდი ბრიტანეთში ან გერმანიაში (სურვილის მიხედვით)გაცვლითი სასწავლო პროგრამით,მეორე ადგილზე გასული ნაშრომის ავტორი დაფინანსებით ისწავლის ამერიკულ უმაღლეს საერთაშორისო  სკოლაში( ქუთაისის ფილიალში), ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს დაუფინანსდება  კემბრიჯის აკადემიურ ცენტრში კემბრიჯის საერთაშორისო  სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი.

სასკოლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობისთვის უნდა შეავსოთ სააპლიკაციო განაცხადი მონაწილეობაზე, რომელიც დაიდება სკოლის საიტზე:WWW.schoolprogress.ge აგრეთვე ფეისბუკის გვერდზეცGeorgian-American School Progress, (  საკონფერენციო ნაშრომის გადმოგზავნისას ფაილს დააწეროთ სახელი ,გვარი, სკოლა /პირადი ნომერი , კლასი, თემის დასახელება და გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე (ელ .ფოსტის მისამართი:gaschoolprogressinfo@gmail.com

საკონტაქტო პირები: ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის გენერალური დირექტორი:ნინო ჩიკვაშვილი (599908041)და აღმასრულებელი დირექტორი:ნათია კილაძე(ტელ:579022525)

ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი  გისურვებთ წარმატებებს!