თეატრალური სტუდია

2008 წელს ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესი“ ჩამოყალიბდა დრამის წრე, ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის და ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობ ბ-ნ აბელ სოსელიას ხელმძღვანლობით. დრამატული წრე მეცადინეობებს ატარებს კვირაში სამჯერ, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ. წრეში გაწევრიანებულია ყველა ის მოსწავლე, რომელიც დაინტერესებულია თეატრალური ცხოვრებით. წრის მიზანია ახალგაზრდა თაობის მეტყველების კულტურის ამაღლება, სამსახიობო ოსტატობის დაუფლება. დრამატული წრე მთელი წლის განმავლობაში მუშაობს მოსწავლეებთან და ამზადებს მათ შიდასასკოლო და საქალაქო ღონისძიებებისთვის. დრამის წრის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2009 წელს „სასკოლო თეატრების ფესტივალზე”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ქალაქის თვითმმართველობა, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი, ქართულ-ამერიკული სკოლის საკონკურსო სპექტაკლმა „ღმერთების ენა” აღიარება ჰპოვა და დაჯილდოვდა დიპლომითა და ფულადი პრემიით სამ ნომინაციაში.
დრამის წრე გეგმავს: ძილისპირულს პატარებისთვის-ადგილობრივი ტელევიზიით, ზღაპრების სერიებად გადაღებას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, მინი სპექტაკლების დადგმას აქტუალურ საკითხებზე, რომელთა ჩვენება შესაძლებელი იქნება არამარტო ქუთისის სკოლებში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.ამ პროექტის განხორციელებაში დრამატულ წრეს აქტიურად უდგას გვერდით ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის” გენერალური დირექტორი ქ-ნი ნინო ჩიკვაშვილი.


ხართ დაინტერესებული თეატრალური ცხოვრებით?
გსურთ ეზიაროთ სასცენო ხელოვნებას?
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ თეატრალური სტუდია მე-6, მე-11 კლასის მოსწავლეებს იწვევს ბერნარდ შოუს ინგლისურენოვან მუსიკალურ სპექტაკლ „პიგმალიონზე“ სამუშაოდ.

სპექტაკლზე მუშაობის პარალელურად მოსწავლეები დაეუფლებიან მეტყველების ხელოვნებასა და სამსახიობო ოსტატობას.

თეატრალურ სტუდიას უხელძღვანელებს ლ. მესხიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი გიგა მიქაძე, კვირაში ორჯერ, საათ-ნახევრის განმავლობაში.

ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 30 ლარს.
598 19 54 19