არტ სტუდიო “პროგრესი”

ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ არსებობს “არტ სტუდიო”, რომელიც ზრუნავს გამოავლინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები და მისცეს მათ სმენასა და ხმის დიაპაზონს სწორი განვითარება. საფორტეპიანო სექციაში სწავლის ხანგრძლივობა 6 წელია. “არტ სტუდიოს” მოსწავლეები ჩაბმული არიან ყველა სასკოლო მუსიკალურ და თეატრალურ ღონისძიებაში და თანამშრომლობენ სკოლა „პროგრესში“ არსებულ კათედრებთან. სტუდიას ხელმძღვანელობს პროფესიით მუსიკოსი ქ.ნ. მაკა ტრაპაიძე. იგი თავად წერს სიმღერებს და ხშირად გვევლინება ერთდროულად მუსიკისა და ტექსტის ავტორად. მისივე ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მომღერალთა გუნდი. პედაგოგის მრავალწლიანმა გამოცდილებამ მუსიკალურპროდიუსერულ საქმიანობაში ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესთნ” არსებული „არტ სტუდიო“ პროდუქტიული, ცნობადი და წარმატებული გახადა. სტუდიის აღსაზრდელები მონაწილეობენ სავადასხვა მუსიკალურ კონკურსში. ქართულ-ამერიკული სკოლის “პროგრესის” ბაზაზე ჩამოყალიბდა თვითნასწავლ მუსიკოს ვაჟთა ბენდი, რომელიც “Boy Band”-ის სახელითაა ცნობილი და უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქუთაისის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა რიგებში. ბენდის მუშაობას კოორდინაციას უწევს არტ სტუდიო. მათ მრავალი ერთბლივი საინტერესო პროექტი აქვთ დაგეგმილი და აქტიურად მუშაობენ ჩანაფიქრის გახორციელებისათვის.