ქორეოგრაფიული ანსამბლი “პროგრესი”

ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესთან” 2007 წელს დაარსდა ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სტუდია “ორიონი”. სტუდიას ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი ნინო ადამია და ვიტალი ლაღაძე. სტუდია მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ღონისძიებასა და ოლიმპიადაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ეგიდით 2008 წელს ჩატარდა ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალი და ანსამბლი “პროგრესი” მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა დიპლომით. ანსამბლმა 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ქართული ცეკვის ასოციაცია “ვია ჯორჯიას” მიერ ორგანიზებულ ქართული ხალხური ცეკვებისა და საესტრადო ხელოვნების შემსრულებელთა საბავშვო ფესტივალზე, სადაც მიიღო ლაურიატის წოდება და მედალი. საქართველოს პროფკავშირული კულტირულ-საგანმანათლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირმა 2012 წელს ორგანიზება გაუკეთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალს, სადაც ქართული ხალხური ცეკვის საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის ანსამბლი “პროგრესი” დაჯილდოვდა ლაურიატის დიპლომით და სპეციალური პრიზით “ოქროს ფარი”. ეროვნულ ცეკვებთან ერთად ანსამბლ “პროგრესის” წევრები ითვისებენ ქართული ფოლკლორის ფასეულობებს.