გოეთეს კლუბი

ქართულ-ამერიკულ სკოლა `პროგრეს“-ში ფუნქციონირებს გოეთეს სახელობის კლუბი. ის აერთიანებს სკოლა „პროგრესის“ იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გერმანული ენით. კლუბში უფრო ღრმად ხდება ენის შესწავლა, ვიდრე ეს საგაკვეთილო დროშია შესაძლებელი. კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მემკვიდრეობასთან ერთად გერმანული ენის, კულტურისა და ისტორიის შესწავლა. კლუბი ამზადებს მოსწავლეებს გერმანული ენის ცოდნის Fიტ A1, A2 სერტიფიკატის მოსაპოვებლად, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. ასევე კლუბის მიზანს წარმოადგენს განავითაროს მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა სახის კლასგარეშე სამუშაოებსა და აქტივობებზე დაყრდნობით. 2011წ. აპრილში კლუბს სტუმრობდა გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი კაიეტან ბაუმანი, რომელმაც სახალისო გაკვეთილ-სემინარი ჩაუტარა მოსწავლეებს. ასევე კლუბის წევრები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი მოსწავლეახალგაზრდობის 65-ე რესპუბლიკურ კონფერენციაში. კლუბის შეხვედრებს პერიოდული და სისტემატიური სახე აქვს.


2011 წელს ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” გერმანული ენის პედაგოგი ნათია ჯანჯღავა იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით
 

გოეთეს ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს კონკურს გერმანული ენის მასწავლებელთა შორის სტიპენდიების მოსაპოვებლად. ის მოიცავს კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარს გერმანიაში.გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო კონკურსში,რადგან როგორც მოგეხსენებათ უცხოეთის გამოცდილება ზრდის საკუთარ არეალს. 2011 წელს უკვე გავხდი გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიანტი და 2 კვირით გავემგზავრე ქალაქ ფრანკფურტში.სემინარის თემას წარმოადგენდა ქვეყანათმცოდნეობა. კურსი მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობას, სიმულაციებს, პროექტზე მუშაობას პატარა ჯგუფებსა და ავთენტურ სიტუაციებში. ასევე გავეცანი ახალ მეთოდებს, მივიღე მასალები, სხვადასხვა სახის თემებზე, რომლებსაც სიამოვნებით ვიყენებ გაკვეთილებზე. ფრანკფურტში ყოფნისას შევხვდი მოტივირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე პედაგოგებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები. ასევე გავეცანი გერმანიის კულტურას, განსხვავებულ წესებს, ტრადიციებს, ღირებულებებსა და მენტალობებს.ვსტუმრობდი გოეთეს სახლს, გერმანულ ბანკს და საუნივერსიტეტო ქალაქ ჰაიდელბერგს.

უკვე ახლად შეძენილ მეთოდებს აქტუალურად ვიყენებ ჩემს გაკვეთილზე, რათა მოსწავლეებს გავუადვილო გერმანული ენის შესწავლა.