ნორჩ ჟურნალისთა კლუბი

ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრეს-ში” ფუნქციონირებს `ნორჩ ჟურნალისტთა“ კლუბი. ის აერთიანებს `პროგრესის~ იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ, ასევე გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭითა და უნარით. აღნიშნული კლუბი ხელს უწყობს ასეთ მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის რეალიზებასა და მათი საქმიანობის ფართო მასებისთვის გაცნობაში. `ნორჩ ჟურნალისტთა“ კლუბის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სკოლის შემეცნებით-საინფორმაციო გაზეთი `პროგრესელები~, სადაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების ნაფიქრ-ნააზრევის წარმოდგენა ხდება; ასევე პერიოდულად იწერება სკოლა `პროგრეს~-ში მიმდინარე სიახლეები. კლუბის პრიორიტეტია წარმოაჩინოს ნიჭიერი თაობა და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას, გამოუმუშაოს მათ ლიდერობის, ორატორობისა და თავისუფალი კომუნიკაციის უნარი. მოამზადონ სკოლაში არსებული შემოქმედებითი-გასართობი რადიო `ორინჯი~-ს პროგრამა, ეს იქნება მუსიკალური თუ შემეცნებითი აქტივობა. კლუბის ხელშეწყობით აქტიურად მიმდინარეობს ვიქტორინის `რა? სად? როდის?~ შეკითხვების გვერდის წარმოება. 2011 წელს `ოქროს ჩარდახში~ გალაკტიონ ტაბიძის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა პოეტის შემოქმედების კითხვის კონკურსი, სადაც, კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, სკოლა `პროგრესის~ მოსწავლეებმა ,,გალაკტიონის საუკეთესო მკითხველის~ წოდება მოიპოვეს. კლუბის ხელმძღვანელი თეა სხულუხია–ფილოლოგი, ტელე–რადიო ჟურნალისტი, სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს და ამავდროულად აწარმოებს “პრეგრესული” ცხოვრების ამსახველ ფოტოგალერეას, რომელიც სკოლის განვითარების თითოეულ ნაბიჯს ასახავს და უნიკალურია მისი ისტორიისათვის.