ნატურალისტურ-ეკოლოგიური კლუბი

2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისში ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა თამარ ჭეიშვილმა დირექციაში წარადგინა პროექტი, ნატურალისტულ-ეკოლოგიური კლუბისა და მასთან არსებული საზაფხულო სკოლის დაფუძნების შესახებ. ნატურალისტურ-ეკოლოგიური კლუბი ფუნქციონირებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო სასწავლო წლის დასრულების შემდეგ 3 კვირით ამოქმედდება ბრიტანულ საზაფხულო სკოლასთან ერთად. ნატურალისტურ-ეკოლოგიური კლუბის წევრობა შეუძლია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ IV-VI კლასის მოსწავლეებს, სურვილის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მიხედვით, ხოლო საზაფხულო სკოლა ღიაა ქალაქის სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც. მოსწავლეების შერჩევა ხდება გასაუბრების გზით.
ნატურალისტურ ეკოლოგიურმა კლუბმა თავისი პირველი წარმატება უკვე მოიპოვა. ბრიტანეთის საბჭოების მიერ გამოცხადებულ კონკურსში “შექმენი შენი მომავალი”, რომელიც 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება, კლუბმა მოამზადა პროექტი `მწვანე და ჯანსაღი” და იმ საუკეთესო სასკოლო პროექტთა ხუთეულში მოხვდა, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.