ინგლისური ენის კლუბი

ინგლისური ენის კლუბი, ჩვენს სკოლაში უკვე ათი წელია ფუნქციონირებს. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და გაატარონ თავისუფალი დრო მეგობრულ გარემოში.
კლუბის მიზანია განავითაროს მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა სახის კლასგარეშე სამუშაოებსა და აქტივობებზე დაყრდნობით, როგორიცაა: დრამატული წრე, სიმღერები; თამაშები, დებატები, კონფერენციები, ასევე მისცეს ფარ- თო განათლება ამერიკულ და ბრიტანულ კულტურაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ინგლისური ენის კლუბში გაწევრიანების ცერემონიაზე, ტრადიციულად, მოსწავლეები ასრულებენ ბრიტანეთის, ამერიკისა და საქართველოს ეროვნულ ჰიმნებს. ასევე, სტუდენტურ ჰიმნს. დებენ საზეიმო ფიცს, რომლის თანახმად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებენ ერისა და მამულის საკეთილდღეოდ. კლუბი ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს ქუთაისის სხვადასხვა სკოლასა და უნივერსიტეტში.
2009 წლის მაისში აკ. წერეთლის სახელომწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია თემატიკით – `ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.  “პროგრესის” მოსწავლეთა მიერ წარდგენილი ნამუშევრები დადებითად შეაფასა ჯუდი ელიოტმა, განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინგლისური ენის მთავარმა სპეციალისტმა. მან ასევე გამოხატა კმაყოფილება მომზადების მაღალი დონისა და ორი ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებათა შორის ნათლად გავლებული პარალელების შესახებ.
ამერიკული სწავლების კუთხე: ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეები ქართველი და ამერიკელი სპეციალისტების საშუალებით ეცნობიან ამერიკის კულტურას, ისტორიასა და ლიტერატურას.