სკოლის მისია და მიზანი

ქართულ- ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მისიაა შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, მისცეს შესაძლებლობა მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ასწავლოს მათ განსხვავებული აზრის და კულტურის პატივისცემა, ხელი შეუწყოს შეითვისოს და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს დასავლური ღირებულებები და ფასეულობები. ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი არსებობს,რათა მისცეს მოსწავლეებს  განათლება,რომელიც შთააგონებს მათ ისწრაფოდნენ მაღალი მიღწევებისაკენ ისე ,რომ ყველა მოსწავლე იყოს  წარმატებული და თავისი სიტყვა თქვას სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში.

სკოლის მისია ეფუძნება იმ ხედვებს, რომელზედაც თანხმდებიან სასკოლო საზოგადოების წევრები: სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები. სასკოლო საზოგადოებას სჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და იმსახურებს ,რომ საზოგადოებამ და სკოლამ შეუქმნას პირობები, რათა სრულად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. მაღალი აკადემიური მოსწრება, უწყვეტი განათლებისთვის მზადყოფნა, მყარი და დინამიური ცოდნა ,რომელიც სკოლამ მოსწავლეს უნდა მისცეს სწორედ უსაფრთხო,მზრუნველ და მოწესრიგებულ გარემოში მიიღწევა. ჩვენი მიზანია ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს, არა მარტო აკადემიური უნარ-ჩვევები, არამედ ხელი შევუწყოთ მათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას, წავახალისოთ ურთიერთპატივისცემაზე აგებული დისციპლინა და თვითდისციპლინა ,როცა თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა თავის ქმედებაზე და მის შედეგზე.
სასკოლო საზოგადოება მოწოდებულია აღზარდოს დამოუკიდებელი, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი,პროგრესულად მოაზროვნე თაობა, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს .

დასახული მისიის მისაღწევად ქმნის სამოქმედო გეგმას,რომელიც გულისხმობს იმ ღონისძიებათა და სტრატეგიათა ერთობლიობას ,რომელმაც სკოლის წარმატება უნდა განაპირობოს.ორგანიზაციული მენეჯმენტის სრულყოფა,ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნა,პასუხისმგებლობათა და ფუნქციათა ზუსტი და თანმიმდევრული გადანაწილება,მასწავლებელთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების და სასკოლო პოლიტიკის განსაზღვრაში,პედაგოგიური კადრი სუწყვეტიპროფესიული განათლების ხელშეწყობა და ამით თოთოეული მოსწავლისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა,მშობლების და ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა.თუ როგორ და რაამდენად ხარისხიანად ხორციელდება დასახული ღონისძიებები,სკოლის ადმინისტრაცია ქმნის მონიტორინგის,შეფასების და ანალიზის ჯგუფს,რომელიც უწყვეტ მონიტორინგს განახორციელებს.