რატომ “პროგრესი”

მიიღე განათლება ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში”; მოიპოვე ეროვნული საშუალო განათლების ატესტატთან ერთად საერთაშორისო სერტიფიკატი და წარმატებით ჩაირიცხე როგორც სახელმწიფო, ასევე ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებში;
გარდა ძირითადი საგნებისა, სკოლა პრიორიტეტს ანიჭებს უცხო ენების: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული ენების, ჭადრაკის, მათემატიკისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლას. მოსწავლეები დაეუფლებიან ცეკვისა და მუსიკის ხელოვნებას. მშობელთა სურვილისამებრ სკოლას აქვს გახანგრძლივებული ჯგუფები;
  “პროგრესში” წარმატებით ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის ჯგუფები ოთხი-ხუთი წლის ბავშვებისათვის.
  სკოლას აქვს მდიდარი ქართული და უცხოური ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ეთიკისა და ესთეტიკის ცენტრი, სიმღერის ცეკვის, ჭადრაკისა და სხვა სპორტული სექციები, ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი თეატრი, საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდია, რადიო-ორინჯი, გაზეთი “პროგრესელები”, კლასიკური მუსიკის სკოლა, ფორტეპიანო, ვიოლინო და სხვა.
  სკოლას ემსახურება: მედდა, მასაჟისტი, სამკურნალო ფიზკულტურის ტრენერი, ბავშვთა ფსიქოლოგი, სამეცნიერო და ადმინისტრაციული მრჩეველი, სკოლის ტრანსპორტი.
  ინფორმატიკაში სწავლება მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული პროგრამით NCC Education. წარჩინებულ მოსწავლეებზე გაიცემა ამავე სასწავლებლის დიპლომი.
  მე-10 კლასიდან ფუნქციონირებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ჯგუფები ყველა საგანში, ჯგუფები დაკომპლექტებულია არაუმეტეს 8 მსმენელისა;
  ინგლისურ ენაში დანერგილია ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული შეფასების სისტემა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებს KET, PET, FCE (სკოლა ადგილზევე უწევს შესაბამის ორგანიზებას);
  ცოდნის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სწავლების პროცესში დანერგილია მსოფლიოში აღიარებული ევროპული და ამერიკული თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდები;
  სკოლას ჰყავს სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, რესპუბლიკურ კონფერენციებსა და საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები, აგრეთვე ამერიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 5 გამარჯვებული /alumni/;
  სკოლა მოსწავლეთათვის აწყობს სასწავლო ექსკურსიებს;
  აქვე ფუნქციონირებს საქართველოში ერთადერთი, ნიუ-იორკის სახელმწიფო აკრედიტირებული TESOL პროგრამებისა და ბიზნეს აკადემია, რომელიც უფროსკლასელებსა და სკოლა დამთავრებულებს სთავაზობს ინგლისური, კომპიუტერი, ბიზნესისა და მენეჯმენტის დარგში საერთაშორისო დონის წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელ კურსს. აკადემიის კურსდამთავრებულებს სკოლის ატესტატთან ერთად გადაეცემათ AMERICAN ACADEMY-ის საერთაშორისო დიპლომი, რაც დაეხმარება კურსდამთავრებულებს, როგორც დასაქმებაში ასევე უზრუნველყოფს მათ მზაობასა და კომპეტენტურობას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად.
  ამასთანავე აკადემიაში ფუნქციონირებს მოსამზადებელი კურსები საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად შემდეგ უცხო ენებში: გერმანული ენა (GOETHE), ფრანგული ენა (DELF,DALF), ინგლისური ენა (TOEFL, SAT, GMAT, TOEIC, ACT, KET, PET, FCE, IELTS). სკოლა ყოველწლიურად 4 ყველაზე წარმატებულ მსმენელს სასწავლო პროგრამით აგზავნის ევროპისა და აშშ-ს საგაზაფხულო და საზაფხულო სკოლებში.
  სკოლას ჰყავს რამდენიმე დამეგობრებული და პარტნიორი სკოლა, კოლეჯი და უნივერსიტეტი: ბრაიტონის საერთაშორისო სკოლა (დიდი ბრიტანეთი); OXFORD HOUSE COLLEGE (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); გოეთეს აკადემია (ბერლინი, გერმანია); საერთაშორისო უნივერსიტეტი (სოფია, ბულგარეთი); ლაზარსკის უნივერსიტეტი (ვარშავა, პოლონეთი); CSE COLLEGE (სან-ფრანცისკო, ა.შ.შ.); ESI NEW-YORK TESOL INSTITUTE (ნიუ-იორკი, ა.შ.შ.)
  სკოლა ნებისმიერი ასაკის მოსწავლესა და სტუდენტს სთავაზობს ადგილზე ან ბანაკის მეშვეობით ინგლისური ენის სწავლას ბრიტანულ საზაფხულო სკოლაში BRIGHTON INTERNATIONAL SCHOOL OF ENGLISH-ის პროგრამით. სწავლა მიმდინარეობს ბრიტანელი და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ. საზაფხულო სკოლის მეშვეობით მსმენელები სრულყოფილად ეუფლებიან საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ წერა-კითხვის, საუბრის და მოსმენის უნარ-ჩვევებს. კონკურსის წესით შერჩეული წარჩინებული მსმენელები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, ბრაიტონში სასწავლო პროგრამით.

სიახლე სექტემბრიდან!

სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს NEW INTERNATIONAL SCHOOL (FOR BUILDING UP MORE SKILLS AND COMPETENCIES IN ACADEMIC ENGLISH). მოსწავლეები საგნობრივ სწავლას გაივლიან ინგლისურ ენაზე ამერიკული სკოლის მოდელის მიხედვით, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ AP (ADVANCED PLACEMENT), SAT (SCHOLASTIC ASSESSMENT TEST) და CAMBRIDGE O and A LEVEL საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას ევროპისა და აშშ-ს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. სწავლებას უძღვებიან ამერიკიდან მოწვეული პედაგოგები.

ჩვენთან მიღებული ცოდნა კარს გაგიღებთ ნებისმიერ სახელმწიფო თუ საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში;

ჩვენი მიზანია ეფექტური, პასუხისმგებლობის მქონე, განათლებული ლიდერების მომზადება ახალი პროგრესული საუკუნისათვის.

სკოლის ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის TEA პროგრამის სტიპენდიატი).