ღონისძიებები

2015-2016 სასწ. წელი

2012-2013 სასწ.წელი

2011-2012 სასწ.წელი

2010-2011 სასწ.წელი

2009-2010 სასწ. წელი

2008-2009 სასწ.წელი

 


 

2011 წლის 25 მაისი. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” VI კლასი.
ღია გაკვეთილი
ლიტერატურული სასამართლო
ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობის” მიხედვით
ხელმძღვანელი: ელენე ჯანხოთელი.
ღია გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ლიტერატურული მასალის წვდომის, ანალიზის, ფაქტობრივი მასალის დროზე გამოყენების, ორატორული მეტყველების, აგრეთვე კითხვების მოსწრებულად დასმისა და პასუხის მარჯვედ გაცემის უნარები.

გასამართლების პროცესში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზების მოძიება მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს. გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოყენებული იყო მათ მიერვე მოძიებული ფოტო და აუდიომასალა.

ამგვარი ტიპის გაკვეთილები სკოლა “პროგრესში” იშვიათი მოვლენა არაა, რაც ზოგადად ხელს უწყობს სასწავლო პროცესის საინტერესოდ და მრავაფეროვნად წარმართვას.


2011წლის 15 ივნისი
ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის “IUNA AMIKO” მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი აქცია მიმართული სიგარეტის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის წინააღმდეგ სადაც ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ მიზანმიმართულ აქციაში ქალაქის მაშტაბით პატარებმა დაარიგეს სიგარეტის ალკოჰოლისა და ნატრკოტიკის წინააღმდეგ შექმნილი ლიტერატურა (ბუკლეტები) და ადამიანებს მოუწოდებდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ აქციის ბოლოს აღნიშნულ თემატიკაზე შექმნეს ნახატები რომლებიც იქვე ქალაქში საზოგადოებივი თავშეყრის ადგილებში გამოფინეს. აქციაში წარმატებული მონაწილეობისათვის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით