შინაგანაწესი

შპს ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ შინაგანაწესი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.შინაგანაწესის მოქმედების სფერო

1. შპს ქართულ–ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი მოქმედება თანაბრად ვრცელდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების – ქართულ–ამერიკული სკოლა ,,პროგრესის“ (შემდგომში – დაწესებულება) მოსწავლეებზე, პერსონალზე, მოწვეულ სპეციალისტებზე. მათ ეკისრებათ ვალდებულება შინაგანაწესის დაცვის შესახებ.
2. შინაგანაწესი განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისა და მოსწავლეთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება დაწესებულების მისიას.
3. შინაგანაწესის მიზანია დაწესებულებაში ქცევის ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობენ:
ა) დაწესებულების მისიის, მიზნების, ფუნქციების განხორციელებას;
ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფას და დაწესებულების პერსონალის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ განხორციელებას;
გ)ადამიანის უფლებათა დაცვას საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით;
დ) დაწესებულებაში სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური საქმიანობის განხორციელებას;
ე)პერსონალის კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობას;
ვ) პროფესიულ საქმიანობაში კანონმდებლობის და დაწესებულებაში მოქმედი აქტების მოთხოვნების განუხრელ დაცვას;
ზ)დაწესებულების მიმართ საზოგადოებაში ავტორიტეტის და პრესტიჟის განმტკიცებას.

დოკუმენტები: