ჩვენს შესახებ

    • Watch Video

    • Watch Video

სურათები

ქალაქ ქუთაისში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო კერებს 2002 წლიდან კიდევ ერთი ღირსეული სასწავლო დაწესებულება შეემატა: III საფეხურის სკოლა `პროგრესი~, რომლის დაფუძნებაც დაკავშირებულია ახალგაზრდა, ენერგიული ქალბატონის ნინო ჩიკვაშვილის სახელთან. 2006 წელს, სასწავლო დაწესებულებამ ქართულ-ამერიკული სასშუალო სკოლის სტატუსი მიიღო. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მისიაა შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო; აღზარდოს ღირსეულ მოქალაქედ, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი პასუხისმგებლობა, უფლებები და მოვალეობები ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. სასწავლო დაწესებულება მოსწავლეებს უღვივებს განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას, ხელს უწყობს თვითშეგნების ამაღლებას. საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენონ დასავლური ღურებულებები და ფასეულობანი, ჰქონდეთ იდეალები და ისწრაფოდნენ უკეთესობისაკენ, შეცვალონ არსებული, იყვნენ დამოუკიდებელნი, მოტივირებულნი, ინიციატივიანნი და შეძლონ მსოფლიო აკადემიურ დიალოგში ჩართვა. სასკოლო საზოგადოება დასახული მიზნის მისაღწევად ქმნის სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს იმ სტრატეგიათა ერთობლიობას, რომელმაც სკოლის წარმატება უნდა განაპირობოს. ორგანიზაციული მენეჯმენტის სრულყოფა, ანგარიშვალდებულების სისტემის შექმნა, ფუნქციათა ზუსტი გადანაწილება, მასწავლებელთა როლი სასკოლო პოლიტიკის განსაზღვრაში, პედაგოგური კადრის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მშობელთა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, განაპირობებს იმას, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” პასუხობს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. გატარებულ ღონისძიებათა ხარისხის დასადგენად სკოლის ადმინისტრაცია ქმნის შეფასებისა და ანალიზის ჯგუფს, რომელიც ახორციელებს უწყვეტ მონიტორინგს. შეფასების შედეგების განხილვისას მიღებული დასკვნები საფუძვლად ედება მომდევნო სასწავლო წლის პრიორიტეტების განსაზღვრას.

სურათები

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” სწავლების ოთხ საფეხურს მოიცავს: მოსამზადებელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო. მცირერიცხოვანი ჯგუფები უზრუნველყოფს სწავლის მაღალ ხარისხს, მოსწავლეთა შინაგან მოტივაციას და თავდაჯერებულობას. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, მათემატიკისა და უცხო ენების წრეების სახით. სკოლას აქვს სპორტული, სააქტო და საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. კლას-კაბინეტები აღჭურვილია თვალსაჩინოებებებით, კომპიუტერებითა და ინდივიდუალური მერხებით, რომელიც მოსწავლის ასაკისა და ფიზიკური განვითარების შესაბამისია. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან კვებითა და ტრანსპორტის მომსახურეობით.
სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა, მათემატიკა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დიდი ყურადღება ეთმობა: რუსული, გერმანული, ფრანგული ენების სწავლებასაც. სწავლა-სწავლების ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის მიზნით სკოლა ატარებს სემესტრულ და წლიურ გამოცდებს. XI-XII კლასები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საატესტატო საგნებთან ერთად, ორიენტირებულია სააბიტურიენტო პროგრამაზე.
სკოლაში საგნების მიხედვით ეწყობა ტესტირებები, კონფერენციები და შიდასასკოლო ტურნირები, იმართება დებატები. პროგრესელები ხშირად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტსა თუ საზოგადოებრივ ღონისძიებაში, ზრუნავენ ეკოლოგიურ პრობლემებზე და ეძებენ გამოსავალს. ამ მიზნით ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან; ამზადებენ საგაზეთო სტატიებს. სკოლას აქვს საკუთარი გაზეთი “პროგრესელები” და რადიო “ორინჯი”. ფუნქციონირებს თეატრალური სტუდია, ცეკვისა და მუსიკის წრე. ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” ხშირად აწყობს შეხვედრებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი “შრეკი” და ინტელექტკლუბი – მოსწავლეთა თვითმართველობის ხელმძღვანელობით.

სურათები

სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს მაღალკვალიფიციურ და სერტიფიცირებულ ლექტორ – მასწავლებელთა არსებობა; ასევე წახალისების სისტემა (ფასიანი საჩუქარი, სტიპენდია, სიგელი, საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება). სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მშობლებთან ურთიერთობას. ამ მიზნით სკოლაში არსებობს მასწავლებელთა და მშობლეთა ასოციაცია, რომელიც გვპირდება სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის გაუმჯობესებას. მშობელთა და მასწავლებელთა სურვილები, ინტერესები და წინადადებები სწორედ ამ შეხვედრებზე განიხილება.
ცოდნის გაღრმავების მიზნით ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი” იყენებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს: საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მდიდარ ქართულ და უცხოენოვან ბიბლიოთეკას. სკოლას გააჩნია სპეციალური პროგრამა და რესურსი განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის. შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი. ერთ-ერთი მათგანია მოსწავლის ჟურნალი, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ყოფაქცევისა და დასწრების შესახებ. ჟურნალს ავსებს დამრიგებელი და თვეში ერთხელ ეგზავნება მშობელს, ხოლო ელექტრონული დღიურის სახით მშობელს საშუალება ეძლევა გაეცნოს შვილის აკადემიურ მოსწრებას ონლაინ რეჟიმში.
უსაფრთხოების მიზნით სკოლას აქვს სამეთვალყურეო კამერა, რომელიც აკონტროლებს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, ჰყავს სახელმწიფო მანდატურები და მორიგე მასწავლებლები. სკოლას ემსახურება მედდა, მასაჟისტი და ფსიქოლოგი. სწავლა იწყება დილის 9:00 საათიდან და გრძელდება 18:00 საათამდე (გახანგრძლივებული მუშაობის შემთხვევაში).
ქართულ-ამერიკულ სკოლა `პროგრესში” საზაფხულო არდადეგების პერიოდში, ფუნქციონირებს ინგლისური ენის ბრიტანული საზაფხულო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს ინგლისურ ენაში თავისუფალი მეტყველებისა და აზროვნების ჩვევების განვითარებას, გაცვლით სასწავლო პროგრამებს საზღვარგარეთ, კერძოდ: დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში.

ქართულ–ამერიკული სკოლა “პროგრესის” მიზანია აღზარდოს ეფექტური, პასუხისმგებლობის მქონე, განათლებული ლიდერი-მოქალაქეები ახალი, პროგრესული საუკუნისთვის.