STEM-გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება

გამოყენებითი ფიზიკის და პროგრამირების გაკვეთილები

სწავლების ინოვაციური მეთოდები

როგორ მივაწოდოთ საგანმანათლებლო მასალა მოსწავლეებს ? როგორ გავუღვიძოთ სწავლისადმი ინტერესი ? როგორ ჩამოვუყალიბოთ თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზების უნარ ჩვევები.

პასუხი ერთია – სწავლების მეთოდი უნდა იყოს მიმზიდველი და საინტერესო.
უნდა ემყარებოდეს თანამედროვე სუპერ ტექნოლოგიების მიღწევებს, და მოიცავდეს ამ ტექნოლოგიების დანერგვის და რეალიზების პროექტებს,
რაც მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაეცნოს ფიზიკურ მოვლენებს, პროგრამირების საფუძვლებს, მარტივი ალგორითმების შექმნას და მათი გამოყენებას, როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ გარემოში .
ასეთი გაკვეთილები ემყარება ცოდნის მიღებას, რაიმე ბუნებრივი მოვლენის ან მზა ობიექტის მაგ. მექანიზმის, მოწყობილობის, მოდელის და ა.შ. დეტალური შესწავლის შედეგად.
მაგალითად რისი ცოდნა არის საჭირო, რომ გავარკვიოთ რომელიმე ტიპის რობოტის მუშაობის პრინციპი: საჭირია შევისწავლოთ მექანიკა, ელექტროობა, რხევები და ტალღები, ოპტიკა, პროგრამული ენები და პროგრამირების ალგორითმები.
იმავდროულად პრაქტიკული სამუშაოები მოიცავს ანალოგიური მოწყობილობების შექმნის პროცესში მონაწილეობას, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მარტივი მექანიზმების შექმნას და მის დაპროგრამირებას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლის ცოდნასა და შესძენს გამოცდილებას.
პროექტების რეალიზების პროცესი ამავდროულად სხვადასხვა მოვლენის კვლევისა და მის ძირეული გააზრების საშუალებას წაროამდგენს.
არსებობს ასეთი გამონათქვამი – „ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრებისათვის და არა სკოლისათვის“ .
ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის საკითხი რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარის გამომუშავებასა და დახვეწას. რაც ხელს შეუწყობს:
1. ჩამოაყალიბდეს შემომქედებით პირივნებად.
2. გაუჩნდეს მაღალი ტექნოლოგიების დაუფლების ინტერესი.
3. გამოუმუშავდეს საინჟინრო და საკონსტრუქტორო უნარები.
4. გამოუმუშავოს ნატიფი მოტორიკა .
5. მოდელების კონსტრუირების პროცესში, შესძლოს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს სხვადასხვა ამოცანა.
6. გამოუმუშავდეს ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნაბა.
7. გამოუმუშავდეს საკომუნიკაციო ჩვევები და გუნდური მუშაობის უნარები.
8 . შეხედოს საკუთარ თავს სხვა რაკურსიდან, დაფიქრდეს გარემოს შეგრძნების და აღქმის უნარზე. უკეთ შეიმეცნოს საკუთარი თავი, მოძებნოს საკუთარი ადგილი სამყაროში .
ავტორი: ზოგად საუნივესიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი
პროფ. დავით სონღულაშვილი