“პროგრესი”- საოჯახო სახელმძღვანელო (2015-2016 წ)

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“-საოჯახო სახელმძღვანელო  ( 2015-2016წ.წ.)

ჩვენ ვქმნით ლიდერებს, საზოგადოებას,

რომლებიც ქმნიან პროგრესს!

საქართველო; 4600 ქუთაისი,

დავით აღმაშენებლის გამზირი #20.

www.schoolprogress.ge

gaschoolprogressinfo@gmail.com

(0431) 25 25 09
599 90 80 41

ქ. ქუთაისი , დ.აღმაშენებლის #20
ქ,თბილისი ყიფშიძის #7
ქ, ბათუმი აბუსერიძის #11
ტელ: (+995 431) 25 25 09599 90 80 41;
ელ-ფოსტა : gaschoolprogressinfo@gmail.com
www.schoolprogress.ge  www.americanhighschool.edu.ge
FB: Georgian-American International School ‘PROGRESS’

ეს  საოჯახო სახელმძღვანელო დაიწერა იმისათვის, რომ მიგიწვიოთ ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ვუპასუხოთ თვენს ყველა შესაძლო შეკითხვას და დაგეხმარებით თქვენი საუკეთესო წლების აქ გატარებაში. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ ეს სახელმძღვანელო დაიკავებს საჭირო ადგილს თქვენს სახლში, რათა გამოიყენოთ ის მთელი წლის განმავლობაში.

დასაწყისშივე აღსანიშნავია, რომ ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა,  ყველა ოჯახმა პატივი სცეს თითოეული ბმშობლისა თუ მოსწავლის პირად ცხოვრებას. ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფილის მშობლები და იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული მოსწავლის უსაფრთხო სასწავლო გარემოცვით, ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახებს თავი შეიკავონ მოსწავლეებთან მიახლოებისაგან სურათებისა და ავტოგრაფებისათვის, ასევე ნუ გამოიჩენენ ზედმეტ ყურადღებას მათ მიმართ.

გმადლობთ.

ღირებულებები   გვ.3

სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია   გვ.4

გაუთვალისწინებელი შემტხვევები  გვ.4

ხანძრისა და მიწისძვრის შემდგომი პროცედურები   გვ.4

ტრანსპორტირება და უსაფრთხოება  გვ.5

ფაკულტეტი  გვ.6

საგანმანათლებლო  მოდელი   გვ.6

C.C.S.S. და აკადემიური ცნობარი  გვ.6

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება  გვ.7

ორმაგი ენის პროგრამა  გვ.8

საშინაო დავალების სტრატეგია  გვ.9

შეფასება   გვ.10

მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება  გვ.10

ძალადობა  გვ.11

დასწრება   გვ.12

დრეს-კოდი  გვ.12

მკურნალობა და ავადმყოფობა   გვ.13

კლასგარეშე აქტივობები   გვ.14

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა  გვ.14

გასვლითი აქტივობები  გვ.15

სოციალური მედიის ცნობარი   გვ. 15

სახსრების შეგროვება და სოციალური პროგრამები  გვ.15

კვება და ლანჩი  გვ.16

„მმო“ დაწყებითი/საშუალო სკოლები  გვ.17

ზოგადი ცნობარი

რა მოვიტანო სკოლაში  გვ.17

ფული  გვ.17

მობილური ტელეფონები/სათამაშო მოწყობილობები გვ.17

დაბადების დღეები   გვ.18

საზეიო აღნიშვნები   გვ.18

მგრძნობიარე თემები  გვ.19

კომუნიკაცია   გვ.19

სკოლაში მიღება  გვ.19

გადასვლა  გვ.20

სწავლის გადასახადი  გვ.20

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ შესახებ

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ დაფუძნდა  2002 წელს.

სკოლია მმართველი და გენერალური დირექტორი-ნინო ჩიკვაშვილი.

  • ლონდონის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებული;
  • ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფი დეპარტამენტის “TEA”პროგრამის სტიპენდიანტი;
  • დოქტორანტი განათლების ადმინისტრირებასა და მმართველობაში;

სკოლის მისია

სკოლის მიზანია იყოს სამაგალითო დაწესებულება, რომლის მიზანია შექმნას მომავლის ლიდერები, რომლებიც შეცვლიან არებულს უკეთესობისკენ.

ჩვენი ფილოსოფია

  • აღვზარდოთ განათლებული,ეფექტური, პროგრესული გონების 21-ე საუკუნის მოქალაქეები პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • აღვზარდოთ სანდო და გულისხმიერი სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც იციან,რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა გულმოდგინედ მუშაობა და შეუპოვრობა.
  • აღვზარდოთ თაობა, ვინც იცის თავიცი უფლებები, გააზრებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე.

რწმენა

  • „პროგრესის“ მთლიანი მიდგომა სწავლისადმი აერთიანებს ცალკეულ პიროვნებებს, მათ გარემოცვასა და კიდევ უფრო დიდ საზოგადოებას.

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ გთავაზობთ:

  • თბილ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოს;
  • ორმაგ აკრედიტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნიუ იორკის შტატის განათლების საბჭოსგან.

ჩვენი ღირებულებები

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ დაფუძნდა, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდა თაობა საგანმანათლებლო გარემოთი, სადაც იქნება ერთიანი მიდგომა, რომელიც აერთიანებს შემდეგ პრინციპებს:

ძლიერ ურთიერთკავშირს ინდივიდებს შორის;

ღია და გულწრფელ კომუნიკაციას;

ყოველგვარი წვლილის (მცირედის თუ დიდის) ფასს;

ბავშვთა ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უსაფრთხოებას.

სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია

ქუთაისი.

დავით აღმაშენებლის გამზირი #20.

www.schoolprogress.ge

schoolprogressinfo@yahoo.com

  1. 0431 25 25 09 599 90 80 41

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“

Georgian-american School “Progress”

სასწავლო საათები:

ორშაბათი-პარასკევი

09.00-18.00

გაუთვალისწინებელი შემთხვევები

თული სასწავლო დღის განმავლობაში წამოიჭრება თუნდაც ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიცაა ძლიერი თოვლი, მოსწავლეები შეიძლება დათხოვნილ იქნან ადრე.

სკოლა შეასრულებს იმ ინსტრუქციებს, რომლებიც მიღებული აქვთ მშობლისგან რეგისტრაციის დროს (გააგზავნიან მოსწავლეებს ავტობუსით ან არა) შეტთანხმებრისებრ.

გთხოვთ გაიტვალისწინოთ თუ ცუდი ამინდის ან სხვა შემთხვევის გამო სკოლა არ იმუშავებს, ეს ეცნობებათ მშობლებს ელ-ფოსტის, შეტყობინების ან სატელეფონო ზარის მეშვეობით.

გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო გაცდენილი დღეები არ დაემატება აკადემიური წლის დასასრულს.

ტრანსპორტირება და უსაფრთხოება

მოსწავლეები მოდიან სკოლაში ავტობუსით ან კერძო ტაქსებით.

სკოლაში და სკოლიდან ტრანსპორტირებისათვის სკოლა „პროგრესი“ თანამშრომლობს კერძო თაქსების სამსახურთან.

სკოლის კერძო ტაქსებთან მშობელი თავად აფორმებს ხელშეკრულებას. სკოლა თანამშრომლობს და ზეამხედველობას უწევს კერძო ტაქსებს, რათა ისინი მოსახერხებელი იყოს „პროგრესის“ ოჯახებისთვის, თუმცა არ იღებს ვალდებულებას. სკოლაში გადმოსვლის ან ჩარიცხვის დროს მშობლებს შეუძლიათ ჩაეწერონ ავტობუსით მომსახურებაში სკოლის ტრანსპორტირების კოორდინატორის მეშვეობით სკოლის შენობაში.

მშობლები უხდიან მომსახურების საფასურს კერძო ტაქსების კომპანიას.

ფაკუტეტი

ჩვენი თანამშრომლები ერთგულად ემსახურებიან ჩვენს მისიას, ღირებულებებს და რწმენას. ჩვენ უზრუნველვყოფთ წელიწადში ორჯერ პროფესიულ განვითარებას, სემინარებსა და ტრენინგებს, იმისათვის რათა ვიყოთ გარანტირებულნი, რომ პედაგოგები აგრძელებენ თავიანთი პრაქტიკის გაძლიერებას ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მუშაობის დროს.

საგანმანათლებლო მოდელი

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მიზნად ისახავს უზრუნველყოს განათლების უწყვეტობა. ჩვენ გთავაზობთ სრულ საგანმანათლებლო გარემოს ოთხი წლის ასაკიდან 12 კლასის გავლით. ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“  შეითვისა ამერიკული ერთობლივი ძირითადი სახელმწიფო სტანდარტები (CCSS) და სრული8 ეროვნული სტანდარტები, რომლებიც გახლავთ ნაკრები მიზნებისა თითოეული საფეხურისათვის. CCSS-ის პროგრამული ჩარჩოს გარდა, ჩვენ ვახორციელებთ პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას.

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება

პროექტებზე დაფუძნებული სწვალების აუცილებელი ელემენტებია:

  • გამორცეული შინაარსი-თავის არსით პროექტი ფოკუსირებულია მოსწვლეთათვის მნიშვნელოვანი ცოდნისა და იმ უნარ-ჩვევების გადაცემაზე, რომლებიც მიმდინარეობსსტანდარტებიდან და წარმოადგენს აკადემიური საგნების მთავარ არსს.
  • 21-ე საუკუნის კომპეტენციები-სტუდენტები იძენენ კომპეტენციებს, რომლებიც ღირებულია დღევანდელ სამყაროში, როგორიცაა პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის და შემოქმედების/ინოვაციის უნარები, რომლებიც ექსპლიციტურათ ისწავლება და ფასდება.
  • სიღრმისეული ძიება-მოსწავლეები ჩართულნი არიან კითხვების დასმის ვრცელ და მოქმედ პროცესში. იყენებენ რესურსებს და მიდიან სწორ პასუხამდე.
  • მმართველი შეკითხვა-პროექტზე მუშაობა იმართება ისეთი ღია კითხვებით, რომლებსაც მოსწავლეები კარგად გაიგებენ და ასევე მიიჩნევენ საინტერესოდ, რაც გამოიწვევს მათ ჩართულობას და გამოუმუშავებს კვლევის უნარს.
  • ცოდნის საჭიროება-მოსწავლეები ხედავენ რამდენად აუცილებელია ცოდნის შეძენა, კონცეპტების სწორად გაგება და უნარ-ჩვევების გამოყენებაისე, რომ უპასუხონ მმართველ შეკითხვას და შექმნან პროექტის პროდუქტები, რომელსაც თვალსაჩინოდ წარადგენენ, რაც გამოიწვევს ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას.
  • ხმა და არჩევანი- სტუდენტებს ეძლევათ ნებართვა, რომ თავად გააკეთონ არჩევანი იმ პროდუქტებისა, რომლებიც უნდა შექმნან პროექტის განმავლობაში.ისინი ირჩევენ როგორ იმუშაონ, როგორ გაანაწილონ თავიანთი დრო მასწავლებლის ხელმძღვანელობის ქვეშ.
  • კრიტიკა და გამეორება-პროექტის მსვლელობის დროს გათვალისწინებულია პროცესები მოსწავლეებისათვის, რომელთა განმავლობაში მათ მიეცემათ მითითებები შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ. ეს პროცესები გაუძღვებათ მათ გამეორებისაკენ და ასევე შემდგომი კვლევის უკეთესად წარმართვისკენ/
  • საჯარო აუდიენცია-მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს თანაკლასელების, მშობლების და მოსწავლეების წინაშე.
  • მოსწავლეები სწავლობენ თავიანთი შემოქმედებითი უნარის, წარმოსახვისა და ცოდნის გამოყენებით.

 საშინაო დავალებების სტრატეგია

მითითებას არ საჭიროებს ის, რომ მოსწავლეებისაგან მოელიან, შეასრულონ თავიანთი დავალებები დამოუკიდებლად. მასწავლებლები ამოწმებენ მოსწავლეთა გეგმარს ყოველდღიურად, რათა უპასუხონ კითხვებს, რომლებიც ჩაწერილია მათში მშობლების მიერ. საშინაო დავალებების ზოგადი მიზანია აღსაზრდელებს ჩამოუყალიბდეთ პასუხისმგებლობა და კარგი და სასწავლო ჩვევები. დამოუკიდებლად გამოიყენონ თავიანთი უნარ-ჩვევები და ცოდნა და გახდნენ ენთუზიაზმით სავსე მკითხველები.

კლასი          საშინაო დავალებების სტრატეგია

  • 10წთ. და 5 წთ. კითხვა
  • 15წთ. და 10წთ. კითხვა
  • 20წთ. და 10წთ. კითხვა
  • 20წთ. და 10წთ. კითხვა
  • 25წთ. და 10წთ. კითხვა
  • 25წთ. და 10წთ. კითხვა
  • 25წთ. და 10წთ. კითხვა
  • 30წთ. და 10წთ. კითხვა

მასწავლებლები:

  • ნათლად აყალიბებენ ინსტრუქციებს და განმარტებებს მიზნების შესახებ;
  • მიაწოდებენ სამართლიან და მუდმივ განხილვას პრობლემებისას;(დაგვიანებული ან დაუსრულებელი დავალების შემთხვევაში) ~
  • უზრუნველყოფენ, რომ ყველა წერილობითი დავალება შემოწმებულ იქნას მასწავლებლების მიერ.

მოსწავლეებს ესაჭიროებათ:

  • შეასრულონ დავალებები მუდმივად, სრულად და დროულად;
  • გააცნობიერონ საშინაო დავალების მნიშვნელობა;
  • ესაუბრონ მასწავლებელს პრობლემის არსებობის შმთხვევაში;
  • ისწავლონ დროის ეფექტურად მართვა და მიხვდნენ თუ რა მნიშვნელობა და მოლოდინი აქვს საშინაო დავალებას;

მშობლებს ესაჭიროებათ:

  • უზრუნველყონ ,ოსწავლეები წყნარი გარემოთი; საჭირო მასალებითა და სამუშაოს დასრულებისათვის საჭირო რეგულარული დროით;
  • აამაღლონ მოტივაცია მათში და აჩვენონ ინტერესი შვილების დავალებისადმი;
  • ნება მისცენ ბავშვს, რომ შეასრულოს დავალება დამოუკიდებლად;
  • ურთიერთობა დაამყარონ მასწავლებელთან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, თუკი მათი შვილი ვერ ახერხებს დავალების შესრულებას დახმარების გარეშე;
  • წაახალისონ ბავშვები, რომ იკითხონ ყოველ საღამოს.

შეფასება

შეფასება არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ვახდენთ მოსწავლეთა სწავლის და ჩვენი სწავლების ეფექტუროის ანალიზს; შეფასება მოქმედებს, როგორც საძირკველი, რომელზეც ვაშენებთ ჩვენს მომავალ  გეგმებსა და პრაქტიკას. ის უმნიშვნელოვანესია ჩვენი იმ მიზნებისათვის, რომლებიც მოსწავლეთა სწავლის პროცესს მართავენ.

„პროგრესის“ მოსწავლეები ფასდებიან დაკვირვების მეშვეობით, აგრეთვე, ყოველკვირეული კითხვარების/ტესტების, საშინაო დავალებების, პროექტებისა და მეოთხედური ანგარიშ-ბარათების საშუალებით. ყველა მოსწავლე მონაწილეობს შემაჯამებელ შეფასებაში, რომელიც ყოველი აკადემიური წლის მერე ტარდება.

მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება

სკოლა ზრუნავს მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ყველა ასპექტის გათვალისწინებით; მათ შორის: აკადემიური, ქცევის, ემოციური და ფიზიკური კუთხით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი „იყავი უსაფრთხო“/“იყავი პასუხისმგებელი“/“პატივი ეცი“ ცნობარებით აღსაზრდელებს ეძლევათშესაძლებლობა იფიქრონ თავიანთ გადაწყვეტილებებზე და აქტიურად ჩაერთონ საკუთარი წესების შექმნის პროცესში.

კლასის დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი, მადატური, მრცეველი და დაწყებითი საფეხურის მმართველი ერთად ასულებენ აქტიურ როლსმოსწავლეთა კეთილდღეობაში.

უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია:

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“

  • არჩევს კლასის დამრიგებლებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა კეთილდღეობაზე;
  • ატარებს კლასის დამრიგებელთა და საგნის მასწავლებელთა რეგულარულ შეხვედრებს იმისთვის, რომ განიხილონ თითოეული მოსწავლის საჭიროებები და ინტერესები;
  • რეგულარულად თანამშრომლობს მშობლებთან, რათა შეიმუშაონ შესაფერისი გზები მოსწავლეთა საჭიროებების შესასრულებლად;
  • ატარებს რეგულარულ შეხვედრებს მანდატურებთან ან მრჩევლებთან და მასწავლებლებთან, რათა განიხილონ მოსწავლეთა საჭიროებები;
  • ისეთ სიტუაციებში, როცა მიჩნევენ , რომ ეს მოსწავლეთა ინტერესში შედის, მიზანშეწონილია მოწვეულ პროფესიონალეტან შეხვედრა და ოჯახს, სკოლასა და პროფესიონალებს შორის კომუნიკაციის გაგრძელება.

ძალადობა/კიბერძალადობა

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“

იჩენს ნულოვან ტოლერანტობას ძალადობის მიმართ. ჩვენ გვწამს, რომ პრევენცია არის პირველი ნაბიჯი, რათა უზრუნველვყოთ ძალადობისაგან თავისუფალი გარემო.მოსწავლეები აცნობიერებენ რა არის ძალადობა და რატომ არის ის მიუღებელი.ძალადობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალადობა არის არასასურველი, აგრესიული ქცევა მოსწავლეტა ასაკის ბავშვებში, რაც მოიცავს ნამდვილ და შეგნებულ ძალათა დისბალანსს. ამგვარი ქცევა ხშირად განმეორებითია ან აშკარაა საშიშროება, რომ განმეორდეს რაღაც დროის განმავლობაში. ბავშვები, რომლებიც ჩაგრავენ ან ისინი, რომლებიც ჩაგვრის მსხვერპლნი არიან სერიოზული და ხანგრძლივი პრობლემის წინაშე დგანან.

იმისათვის, რომ ქცევა ჩაითვალოს ძალადობად, იგი უნდა იყოს აგრესიული და მოიცავდეს:

  • ძალების დისბალანსს: ბავშვები, რომლებიც ძალადობენ იყენებენ თავიანთ ძალებს-როგორიცაა ფიზიკური სიძლიერე, წვდომა შემაცბუნებელი ინფორმაციისადმი ან პოპულარობა-ტითაც აკონტროლებენ ან ზიანნს აყენებენ სხვას. ძლაუფლების დისბალანსი შეიძლება შეიცვალოს დროდადრო და სხვადასხვა სიტუაციებში,თუნდაც მათში ჩართული იყოს ერთი და იგივე ადამიანები. განმეორება: ძალადობრივი ქცევა შეიძლება განმეორდეს კიდევ ერთხელ და ჩანდეს საშიშროება, რომ მოხდეს კიდევ ერთხელ.  უნდა გატარდეს შემდეგი ზომები:
  • პირველი შემთხვევა: მასწავლებელი, რომელიჩ შეესწრო ფაქტს, დამრიგებელი და მოსწავლეები იკრიბებიან და განიხილავენ ინციდენტს. დამრიგებელი ხვდება ორივე მხარის მშობლებს, თუმცა დაცულია ანონიმურობა. მეორე შემთხვევა: კლასის მასავლებელი/მასწავლებლები ან დამრიგებელი და პრობლემაში ჩართული მოსწავლეთა მშობლები ხვდებიან ერთმანეთს, რათა განიხილონ სიტუაცია.

დასწრება

„პროგრესის“ მოსწავლეები ვალდებულნი არიან ყოველდღიურად დაესწრონ გაკვეთილებს სასწავლო პერიოდში.ნებისმიერი გაცდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული ავადმყოფობასთან, გაუთვალისწინებელ შემთხვევებთან, რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ან სამართლებრივ ქმედებებთან ჩაითვლება არასაპატიოდ. გთხოვთ, ნუ დაგეგმავთ საოჯახო დასვენებას სასწავლო პერიოდში.

სკოლის გაცდენის შემთვევებში მოსწავლეები კარგავენ  დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე ჯგუფურად მუშაობის, კითხვების დასმის და მათზე პასუხის მიღების,სასწავლო გარემოში ურთიერთობის, მასწავლებელთა ინსტრუქციების ათვისების და თანატოლებთან სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას.საკლასო ოთახის გარეთ შესრულებული დავალებები სრულად ვერ ჩაანაცვლებს ნამდვის სასკოლო გამოცდილებას.

თუკი გაცდენების რაოდენობა სემესტრის განმავლობაში გადააჭარბებს 20 სასწავლო დღეს, დირექტორი მოითხოვს მოსწავლის მშობლელბთან შეხვედრას, რათა განიხილოს მათი შვილის გაცდენების გავლენა სასწავლო პროცესზე.აგრეთვე, განიხილება რამდენად ეფექტურად არის მომზადებული მოსწავლე მომდევნო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

თუ არსებობს გადაუდებელი გაცდენების აუცილებლობა კლასის დამრიგებელს და ადმინისტრაციას უნდა ეცნობის წერილობით წინასწარ.

დრე-კოდი

დაწყებითი და საშუალო სკოლები.  საბავშვო ბაღი.

მოსწავლეები ვალდებულნი არიან ატარონ „პროგრესის“ სპორტული ტანისამოსი იმ დღეებში, როცა მათ სპორტული აქტივობები აქვთ. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ შვილის ცხრილს, რათა იცოდეთ როდისაა მათი სპორტული მეცადინეობა. სპორტული ტანისამოსი კომფორტულია და ის ეხმარება მოსწავლეს სპორტული შემართების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეები ვალდებულნი არიან ყოველ დღე ატარონ „პროგრესის“ სასკოლო  მაისურები, გარდა „თავისუფალი პარასკევისა“.(დღე, როცა მათ აქვთ უფლება ჩაიცვან საკუთარი არჩევანის შესაბამისად).

გთხოვთ, მოგვაწოდოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევების ტანისამოსის ჩანთა, რომელშიც იქნება შარვალი, პერანგი, ჟილეტი, წინდები და საცვლები. ისინი უნდა იყოს შესაფერისი ყველა ამინდისათვის და ინდა ჩავანაცვლოთ გამოყენების შემთხვევაში. ყველა პირადი ნივთი იყოს ეტიკეტით ბავშვის სახელიტა და გვარით.

სკოლამდელი:

მოსწავლეებს უნდა ეცვათ კომფორტული და შესაბამისი ტანისმანოსი. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ერთი წყვილი საკლასო ფეხსაცმელი საწვიმარ ბოტებთან ერთად. გთხოვთ, მოგვაწოდოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევების ტანისამოსის ჩანთა, რომელშიც იქნება შარვალი, პერანგი, ჟილეტი, წინდები და საცვლები. ისინი უნდა იყოს შესაფერისი ყველა ამინდისათვის და ინდა ჩავანაცვლოთ გამოყენების შემთხვევაში. ყველა პირადი ნივთი იყოს ეტიკეტით ბავშვის სახელიტა და გვარით.

მკურნალობა და ავადმყოფობა:

გთხოვთ ავადმყოფობის შემთხვევაში მოსწავლეები დატოვოთ სახლში, თუნდაც მათ ჰქონდეთ სკოლაში წამოსვლის სურვილი.ეს უმჯობესი იქნება მათთვის და სამართლიანი დანარცენი მოსწავლეებისათვის.

აგრეთვე, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თუ ისინი არიან საკმარისად კარგად, რომ გამოცხადდნენ სკოლაში, ისინი ჩართულნი იქნებიან სასკოლო შენობის გარეთა აქტივობებში.

ინფექციური დაავადების შემთხვევაში სკოლას უნდა ეცნობოს ტელეფონით. ასეთ დროს შეტყობინებები დანარჩენ მშობლებს დაეგზავნებათ შინ, რომელშიც აღწერილი იქნება დაავადების შსაძლო სიმპტომები.

თუ მოსწავლე ავად გახდება სკოლაში, ის გადაყვანილი იქნება შესაბამის ოთახში. მშობლებს ეცნობებათ ამის შესახებ. გთხოვთ დარწმუნდეტ, რომ სკოლას აქვს თქვენი ნომერი, რათა საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თქვენთან კომუნიკაცია. გასათვალისწინებელია, კლასის მასწავლებლის მიერ არ იყოს მართული არანაირი მკურნალობა. დისპანსერული მკურნალობის შემთხვევაში წამლის მიღებას აუცილებელია წერილობითი თანხმობა მშობლისაგან სკოლის დირექტორს, პირველადი დახმარების ასისტენტის სახელზე.

უბედური შემთვევის დროს სკოლის ექთანი და მასწავლებელი მოახდენენ პირველად დახმარებას. თუკი თანამშრომელთა შტატს მიაჩნია, რომ მოსწავლე უმჯობესია შეამოწმოს ექიმმა, ის გადაყვანილი იქნება საავადმყოფოში, ხოლო მშობელს ეცნობება ამის შსახებ

კლასგარეშე აქტივობები

თანაპროგრამულ აქტივობებში მონაწილეობა საგანმანათლებლო გამოცდილების კიდევ ერთი ასპექტია და მთელ რიგ კლასგარეშე აქტივობებს გთავაზობთ, როგორიცაა: ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, ცურვა. ეს აქტივობები იწყება 15.00 სთ-ზე და დასრულდება 18.00სთ-ზე. კლასგარეშე აქტივობები გრძელდება ოქტომბრიდან მაისამდე.

კლასგარეშე აქტივობების საფასური არ შედის სწავლის გადასახადში. მათი საფასური უნდა იქნას გადახდილი ოქტომბერში პირველი ნაწილი და თებერვალში-მეორე ნაწილი.

სასკოლო ავტობუსით მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი კლასგარეშე აქტივობების შემდეგ. ამიტომაც მშობლები არიან პასუხისმგებელნი ტრანსპორტირებაზე.

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა

ყოველწლიურად ჩვენი სკოლის მე-5—-მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობას ირებენ მოსწავლეთა გაცვლით პროგრამაში. პროგრესელები იწყებენ კონტაქტს თავიანთ დამეგობრებულ სკოლებთან სექტემბერში და მთელი წლის განმავლობაში ისინი მუშაობენ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც დასრულდება მოსწავლეთა გაცვლით. ისინი ატარებენ ორ კვირას სხვა ქვეყანაში.

გასვლითი აქტივობა

საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს მოსწავლისათვის ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობას. ეს მცირე ექსკურსიები მიჩნეულია სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილად. მათში მონაწილეობის მისაღებად მოითხოვება წერილობითი ნებართვა.

სოციალური მედეა/სოციალურ ქსელთა ცნობარი

ჩვენ გაცნობებთ, რომ სოციალურ-მედეა საიტები გახდა ძალზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კომუნიკაციის საშუალება ცვენი საზოგადოებისათვის. მასალის გამოსაქვეყნებლად და ამ საიტების მართვის გასაიოლებლად „პროგრესმა“ შეიმუშავა სტრატეგია და ცნობარები სოციალური მედიის, როგორც ოფიციალური ისე პერსონალური მოხმარებისათვის. ეს ცნობარები ხელმისაწვდომია „პროგრესის“ მოსწავლეების, ფაკულტეტებისა და თანამშრომლებისთვის.

ეფექტური გამოყენების შემთხვევაში სოციალური ქსელები სასარგებლოა, რათა:

  • ჩავერთოთ საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
  • დავამყაროთ ურთიერთობა online-მომხმარებელთან
  • თვალი ვადევNოტ მომდევართა ბოლოდროინდელ ახალ ამბებს
  • გავაზიაროთ შესაფერისი ფოტოები, ვიდეოები, ახალი ამბები, ლინკები და ჩანაწერები მარტივად.
  • შევქმნათ ჯგუფები ინტერესისა და განათლებისათვის;
  • ვასწავლოთ სხვებს დაცული პარამეტრების, ონლაინ უსაფრთხოების და ძალადობის შესახებ;
  • შესაძლებლობებს აძლევს მოსწავლეებს თვალყური მიადევნონ და ჩაერთონ დისკუსიებში.
  • ინფორმაციას გვაძლევს კალენდარული მოვლენების შესახებ.

სოციალური პროგრამები

ჩვენი მისიის, რწმენის, ფილოსოფიის აუცილებელ ნაწილად მიგვაჩნია წავახალისოთ მოსწავლეები ქველმოქმედებისკენ. მოსწავლეთა მიერ განხორციელებული თანხის შეგროვების აქტივობები, რომლების სკოლის სახელით ხორციელდება, უნდა დადასტურდეს დირექტორის მიერ. ფონდების შუამდომლობა, მომსახურება თუ სკოლისგარეთა კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ სპონსორობის განხორციელება შეთანხმებული უნდა იყოს დირექტორთან. ჩვენ ხალისით ვითანამშრომლებთ მშობლებთან ისეთ შემთხვევებშინ, როცა ისინი გვაძლევენ იმფორმაციას იმ სპეციალური ორგანიზაციებისა და ქველმოქმედების შესახებ, რომლებსაც ისინი რეკომენდაციას უწევენ.

კვება/ლანჩი/წახემსება

ჩვენ ვიცით და ვითვალისწინებთ მშობელთა ინტერესებს ჯანმრტელობისა და კვების საკითხების ირგვლივ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ბავშვთა კვებას. ჩვენთვის სასიამოვნოა, მივიჩნიოთ ჩვენს საქმიანობად, რომ ისეთივე მზრუნველობით მოვეკიდოტ ბავშვთა კვებით საჭიროებებს, როგორც მათი მშობლები. ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეთათვის ჯანსაღი კვების, არჩევანის, ცხოვრების სტილის შესახებ განათლების მიცემა. ვიმედოვნებთ, რომ ჯანსაღი საკვების მიღებისას „პროგრესელები“ ასევე ისწავლიან საკუტარ როლს სასოფლო მეურნეობაში, ადგილობრივ საზოგადოებასა და გლობალური გარემოს დაცვის საქმეში.

ჩვენ დიდ ყურადღება სვაქცევთ თუ სად და როდის იწარმოება ცვენი ინგრედიენტები. ჩვენი კვება მთლიანად შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული…. საკვები არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, კონსერვანტებს, ჰორმონებს, რაც ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პირობაა.

სკოლამდელი და დაწყებითი სკოლა:  უზრუნველყოფილია შუადღის კვებით.

„მმო“ დაწყებითი და საშუალო სკოლები

მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაციის მისია

ორგანიზაციის მიზანია გააძლიეროს და მხარი საუჭიროს იმ საგანმანათლებლო გამოცდილებას ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, რომელიც ითვალისწინებს სკოლასა და სახლს შორის ურთიერთობის გამყარებას. წაახალისებს მშობელთა ცართულობას და გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს მოხალისეთა ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაციაში თითოეული კლასი იქნება წარმოდგენილი ერთი მშობლით.კლასის წარმომადგენელი მშობელი ირჩევა მთელი კლასის მშობლების მიერ. არჩეული პასუხისმგებელი იქნება ინფორმაცია მიაწოდოს კლასის მშობლებს ორგანიზაციის აქტივობების შესახებ.

მშობელთა და მასწავლებელთა ორგანიზაცია ირჩევს პრეზიდენტს, მდივანს და ხაზინადარს პირველი შეხვედრისას. დირექტორი არის მმო-ს მოკავშირე და ვალდებულია დაესწროს სეხვედრებს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება ამ შეხვედრებზე უნდა დამტკიცდეს სკოლია ადმინისტრაციის მიერ.

ზოგადი ცნობარი

რა უნდა მოიტანოს თქვენმა შვილმა სკოლაში

თქვენს შვილს ესაჭიროება რბილი მასალისაგან დამზადებული ზურგჩანთა., მძლავრი მარყუჟით დასაკიდად. ყველა სხვა ვარიაცია მიჩნეული იქნება მიუღებლად, რადგან ისინი ელს უშლიან შმოსასვლელში შემოსვლისას და ასევე წარმოადგენს საფრთხეს თუკი ისინი არ დაიკიდება ზურგჩანთების საკიდზე.საკანცელარიო ნივთების სია მიწოდებულ იქნება სწავლის დაწყებამდე.

მობილური ტელეფონები/სათამაშო მოწყობილებები

სკოლას მიაჩნია, რომ მოსწავლეებისათვის მისაღებია მობილური ტელეფონები სკოლაში,რადგან ეს აიოლებს კომუნიკაციას მშობელთან.

მოსწავლეს მოეთხოვება:

  • მობილურ ტელეფონზე ზრუნვა მოსწავლის მოვალეობაა;
  • მობილური ტელეფონები უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში;
  • ნებისმიერი არასათანადო გამოყენება გამოიწვევს ტელეფონის ჩამორთმევას მშობლის ინფორმირებამდე.

სათამაშოები

მშობლებს მოეთხოვებათ იზრუნონ იმაზე, რომ მოსწავლეებს არ გამოატანონ სათამაშოები შემდეგი მიზეზების გამო:

საზეიმო აღნიშვნები

როგორც საერთაშორისო სკოლა, ჩვენ ვართ ინტერნაციონალიზმის ერთგულნი,რაც განსაზღვრულია ჩვენი სასკოლო ფილოსოფიით.

ჩვენ ვსწავლობთ სხვა კულტურების შესახებ,