საშაბათო სკოლა/Progressmatter

საშაბათო სკოლა ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესში’’

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ცოდნის გასაღრმავებლად იწვევს მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს საშაბათო სკოლაში. საშაბათო სკოლა დაკომპლექტებულია გამოცდილი, კვალიფიცირებული, სერტიფიცირებული პედაგოგებით . სწავლებაში გამოყენებულია ინტენსიური სიღრმისეული სწავლების კურსები და მეთოდები. სწავლება მიმდინარეობს კვირაში 1 დღე, შაბათს ან კვირას 2 აკადემიური საათით. სწავლის საფასური შეადგენს თვეში 40 ლარს.სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტებულია მე-3 , მე-9 კლასების ჩათვლით. მშობლებს შეუძლიათ სკოლაში გაეცნონ მასწავლებელთა შემადგენლობას და განაცხადი გააკეთონ საკუთარი შეხედულებისა და სურვილის მიხედვით. ცოდნის შეფასების მიზნით ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება გამოცდები, რის საფუძველზეც მშობელს მიეწოდება ობიექტური ინფორმაცია მისი შვილის ცოდნის და უნარების მიღწეული შედეგების შესახებ. საშაბათო სკოლა მუშაობას წარმართავს თბილისის ვეკუას სახელობის მათემატიკური სკოლის საშაბათო სწავლების ანალოგიური მეთოდებით, რაც დამყარებულია აღნიშნული სკოლების ურთიერთთანამშრომლობაზე, თბილისის 42-ე საჯარო მათემატიკური სკოლის დიდი გამოცდილების გაზიარებაზე ამ სფეროში წარჩინებული მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსებისთვის გრანტის მოსაპოვებლად სწავლება გაგრძელდება 20 ივნისის ჩათვლით. გაკვეთილებზე ყურადღება გამახვილდება მათემატიკური ცნებების სიღრმისეულ დამუშავებაზე.