გაცვლითი სასწავლო პროგრამები


 

 

გადადით ბმულზე და დაალაიქეთ



გაცვლითი პროგრამები
11 დან 18 წლამდე ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ”Progress Education Group” სთავაზობს ორკვირიან სასწავლო პროგრამას ბრაიტონისა და ლონდონის საერთაშორისო სკოლებში.

 

BISS სასწავლო პროგრამა
BISS სასწავლო-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაივლიან ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს და ამასთანავე დაესწრებიან გაკვეთილებს ბრაიტონისა და ლონდონის საერთაშორისო სკოლებში ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად.

 

რას გთავაზობთ BISS
ბრაიტონი: ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილით;
სკოლა: თანამედროვე საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, საცურაო აუზი;
გაკვეთილები: სახალისო და მასტიმულირებელი, მრავალეროვანი, დაკომპლექტებული მაქსიმუმ 15 მსმენელისაგან;
პედაგოგები: მაღალკვალიფიციური და ენთუზიაზმით სავსე ადგილობრივი ბრიტანელები;
ექსკურსიები: სრული შაბათი დღე, მოცულობითი ტური ლონდონში/ბრაიტონში.
საცხოვრებელი პირობები: განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩეული ადგილობრივი ოჯახები;
პროგრამის დეტალები: პროგრამაში შედის ინგლისური ენის ორკვირიანი ინტენსიური კურსი ( 40 საათი) ESL- Pre Intermediate, Intermediate, Advanced . მსმენელთა შესაბამის ჯგუფებში გადანაწილება მოხდება ტესტირების საფუძველზე.
სერტიფიკატი: კურსის ბოლოს გაიცემა ბრიტანეთის საბჭოს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი.

 

”Progress Education Group” ასევე გთავაზობთ გაცვლით პროგრამას პოლონეთის ”ლაზარსკის უნივერსიტეტში”
ლაზარსკი უნივერსიტერი თანამედროვე და საერთაშორისო უნივერსიტეტია, თავისი მულტიკულტურული ხასიათითა და პრაქტიკული მეთოდების მრავალფეროვნებით. ამჟამად უნივერსიტეტში 4500 მეტი სტუდენტი ეუფლება ეკონომიკის, სამართლის საერთაშორისო ურთიერთობების, მენეჯმენტის, ფინასების საბუღალტრო აღრიცხვისა და ადმინისტრირების სპეციალობებს. სწავლება მიმდინარეობს პოლონურ და ინგლისურ ენებზე. ინგლისურენოვანი ფაკულტეტების სტუდენტების 80 % უცხოელია.
ინგლისურენოვანი პროგრამა ლაზასკის უნივერსიტეტში ხორციელდება დიდი ბრიტანეთის კოვენტირის უნივერსიტეტთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორმაგი ხარისხის დიპლომს-ლაზარსკის უნივერსიტეტის და კოვენტირის უნივერსიტეტისას. ქართულ -ამერიკული სკოლა ”პროგრესის” კურსდამთავრებულები უგამოცდოთ და 50 % სასწავლო გრანტით ირიცხებიან ლაზარსკის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე. ჩვენ ვთავაზობთ 6-9 თვიან მოსამზადებელ კურსს სხვა სკოლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა განაგრძონ ლაზარსკის უნივერსიტეტში საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებზე.
”Progress Education Group” ასევე ახორციელებს გაცვლით პროგრამას ბულგარეთის სოფიას საერთაშორისო უნივერსიტეტთან, აშშ-ს აღმოსავლეღ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტთაბ (ETSU), ლონდონის ბიზნეს სკოლასთან.