TESOL ტრენინგ ცენტრი

TESOL ტრენინგ-ცენტრი გთავაზობთ:
საერთაშორისო დონის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსებს: პედაგოგების, მოსწავლეების, სტუდენტების, ბიზნესისა და მართვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის.
TESOL Certificate Course ტრენინგ კურსს ინგლისური ენის პედაგოგებისათვის TESOL -ის (20, 30, 60 და 120 საათიანი კურსი) საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად. კურსი მოიცავს:

  • ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები, თეორიები, პრინციპები;
  • კითხვის, საუბრის, მოსმენის, წერის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში;
  • როგორ გავხადოთ სწავლის პროცესი უფრო საინტერესო მოსწავლეებისათვის;
  • როგორ გავზარდოთ მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა;
  • სასწავლო გეგმის შემუშავება;
  • ტესტირება და შეფასება;
  • მოსწავლეების მომზადება საერთაშორისო ტესტირებებისთვის;

ასევე გთავაზობთ კურსებს შემდეგი სერტიფიკატების მოსაპოვებლად:

  • TKT (Teaching Knowledge Test) – კურსი შედგება 3 მოდულისაგან, თითოეული მოდული მოიცავს 30 საათიან სწავლებას;
  • TEFL (Teach English as a Foreign Language) -120 საათიანი კურსი;
  • PD (Professional Development), CELTA ( Certificate in English Language Teaching to Adults);

კურსები განკუთვნილია

  • ინგლისური ენის პედაგოგებისათვის პროფესიული განვითარებისათვის
  • ინგლისური ენა ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც გეგმავენ პედაგოგიურ საქმიანობის დაწყებას;
  • პირებისათვის, რომლებიც გეგმავენ ეროვნული ან საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარებას;

ტრენინგის ბოლოს გაიცემა TESOL კურსის შესაბამისი ნიუ იორკის განათლების საბჭოს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი.