მთავარი

პროგრესელთა საერთაშორისო წარმატება 🔊️‍

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ პირველი ადგილი მოიპოვა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘პროგრესის’ მოსწავლეებმა ⚗️
5️⃣კონკურსის ფინალურ ეტაპზე სულ ხუთი პროექტი გადავიდა ;
საპრიზო ადგილები კი შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა:
1️⃣1 🥇ადგილი ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,, პროგრესი” /ქუთაისი
2️⃣2. 🥈ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი ,,პროგრესი”/ თბილისი
🔊საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ „ინტელის“ საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე – Intel ISEF (https://student.societyforscience.org/intel-isef) ამერიკის შეერთებულ შტატებში


ძვირფასო მასწავლებლებო და მოსწავლეებო

ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა თქვენთან ერთად ვუმასპინძლო ჩვენი სასწავლო წლის ოფიციალურ დაწყებას. განსაკუთრებულად მოხარულები ვართ მივესალმოთ ჩვენს პირველ კლასელებს ისევე, როგორც, მოსწავლეებს,რომლებმაც გააკეთეს არჩევანი და ჩვენს სკოლაში გადმოვიდნენ. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად და შევქმნით პროგრესულ და პროდუქტიულ სასწავლო გარემოს, რომელიც დაეხმარება თითოეულ თქვენგანს, ქალაქსა და ქვეყანას სამომავლო წარმატებების მიღწევაში.

არც კი შემიძლია აღვწერო რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა და რესურსი რომელსაც ჩვენი სკოლა მოგცემთ. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სკოლა დაგეხმარებათ არა მხოლოდ სასკოლო მასალის შესწავლასა და საზოგადო ცოდნის გაღრმავებაში, არამედ იგი მოგცემთ საშუალებას გამოხატოთ საკუთარი შესაძლებლობები და სკოლის ასაკშივე განსაზღვროთ თუ რა საქმიანობის სფეროს დაუკავშირებთ თქვენს მომავალს. ჩვენი სკოლა გაჩვენებთ რომ ცოდნის შეძენა უსაზღვრო და ულიმიტოა. თქვენ ცოდნას შეიძენთ სხვადასხვა გაკვეთილზე, თქვენს სახელმძღვანელოებსა და ბიბლიოთეკის წიგნებში, შესაძლებლობა გექნებათ განვითარდეთ მასწავლებლის, მოწვეული მომხსენებლების და რა თქმა უნდა ერთმანეთის საშუალებით.

რამდენადაც ეს ყველაფერი გამოხატავს დაუსრულებელ შესაძლებლობასა და გასაქანს, იგი მიმართულია თქვენს პოტენციალზე. და რა არის პოტენციალი? პოტენციალი არის თქვენი შესაძლებლობა რომელიც ჯერ არ გამოვლენილა და მოითხოვს თქვენს შეუპოვარ შრომასა და მიზნისაკენ სწრაფვას რათა გასაქანი ჰპოვოს. და როგორც ბრილიანტს სჭირდება დამუშავება, რომ ნახშირად არ დარჩეს, ისე სჭირდება თითოეულ სკოლის მოსწავლეს საჭირო და შესაბამისი განათლება. ამ მისიას კი სკოლა “პროგრესი” პირნათლად ასრულებს უკვე 15 წელია.

ჩვენს სკოლაში შეგიძლიათ ბევრ რამეს მიაღწიოთ: ჩვენი სასწავლო გრაფიკი და პროგრამა არ არის მარტივი, ჩვენი მასწავლებლები კი მომთხოვნები არიან, რადგან ჩვენი სკოლის მიზაინია არა მხოლოდ ის რომ მოგცეთ სკოლის დამამთავრებელი ატესტატი , არამედ ის, რომ მოგამზადოთ ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის და ჩამოგაყალობოთ ადამიანებად რომელსაც განსაზღვრული აქვთ საკუთარი მიზნები და იბრძვიან ამისთვის. ჩვენ გვაქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო პროგრამები, ევროპასა და ამერიკაში გაცვლითი პროგრამები და, ამვე დროს, ხელს ვუწყობთ ჩვენი მოსწავლეების სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას. ჩვენი დევიზია:ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესისაკენ”-სწორედ ამ მიდგომამ დღემდე უამრავი წარმატება მოგვიტანა ჩვენ და ჩვენს საზოგადოებას.

სკოლა პროგრესში სწავლა, არ ჰგავს სხვა სკოლებში სიარულს, რადგან ჩვენი ძირითადი მიდგომაა არა თუ დავაზეპირებინოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტექსტი, თარიღი ან ფორმულა, არამედ მივცეთ ყველა არსებული საგნისა და გაკვეთილის გააზრების საშუალება, რათა განუვითარდეთ ანალიტიკური აზროვნების უნარი, ამასთან, მივცეთ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება და თავისუფლება, მივცეთ

სურვილი და შემართება საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა და პიროვნული გამოვლინებისა, და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი- ჩვენ არ განვასხვავებთ მოსწავლეებს და ვთვლით რომ ყველა ჩვენი მოსწავლე თანასწორია და შესაბამისად ჩვენ ყველა მათგანს ვაძლევთ ერთი და იგივე რესურსსა და შესაძლებლობებს. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ვქმნით ლიდერებს, რომლებიც ქმნიან საზოგადოებას, რომელიც ქმნის პროგრესს.

კიდევ ერთხელ მინდა გულითადად მოგესალმოთ ყველას, გისურვოთ წარმატებული სასწავლო წელი სავსე მრავალფეროვნებით, საინტერესო დღეებითა და შემეცნებით. მინდა გითხრათ, რომ პროგრესელისთვის არ არსებობს შესაძლებლობის ზღვარი და ლიმიტები. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ვზრდით პროგრესულად მოაზროვნე თაობებს! გისურვებთ წარმატებას!

გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი ნინო ჩიკვაშვილი


ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘პროგრესის’ საზაფხულო სკოლა

ინგლისური ენის საზაფხულო ინტენსიური კურსი საშუალებას გაძლევთ:

  • შეძლოთ ბარიერების გარეშე ინგლისურად საუბარი;
  • STEM -ის გამოყენებით რობოტექნიკის შესწავლა ;
  • გაიგოთ ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია ;
  •  ისწავლოთ, დაისვენოთ და გაერთოთ!
  • გაიცემა სერთიფიკატები ..
  • ისწავლე თამაშით კემბრიჯისა და TOEFL -ის საგამოცდო ელემენტებით.

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა -20 დღე
ფასი 250 ლარი
დასაწყისი -26 ივნისი
რეგისტრაციისათვის მიმართეთ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘პროგრესის’ ადმინისტრაციას ან ეწვიეთ სკოლის ვებ-გვერდს www.schoolprogress.ge
საკონტაქტო ინფორმაცია : ქ. ქუთაისი , დ.აღმაშენებლის #20
ქ,თბილისი ყიფშიძის #7
ქ, ბათუმი აბუსერიძის #11
ტელ: (+995 431) 25 25 09;
599 90 80 41; ელ-ფოსტა : gaschoolprogressinfo@gmail.com
www.schoolprogress.ge www.americanhighschool.edu.ge
FB: Georgian-American International School ‘PROGRESS’


საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში !

12-დან 18 წლამდე ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ვთავაზობთ გაკვეთილებს ბრაიტონის დოროთი სტრინგერის საშუალო სკოლაში დიდ ბრიტანეთში.
რას გვთავაზობს BISS?
ბრაიტონი: ულამაზესი ქალაქი ბევრი ღირსშესანიშნაობით
სკოლა: თანამედროვე საკლასო ოთახები, სპორტის დარბაზი, ტენისის კორტები, საცურაო აუზი, კომპიუტერები, ბიბლიოთეკა, ბუფეთი, დიდი სათამაშო მოედნები.
გაკვეთილები: სახალისო და მასტიმულირებელი, მულტინაციონალური, მაქსიმუმ 15 მსმენელით დაკომპლექტებული.
მასწავლებლები: კვალიფიციური და ენთუზიაზმით სავსე, ადგილობრივი ბრიტანელები.
სოციალური პროგრამა: მრავალფეროვანი სპორტული და კულტურული სავარჯიშოები.
ექსკურსიები: მთელი შაბათის დღის ექსკურსია, მაგალითად ტური ლონდონის გარშემო ან სათავგადასავლო პარკში.
საცხოვრებელი: სპეციალურად შერჩეულ ადგილობრივ ოჯახებში.
პროგრამის ფასი : 1400$
თარიღი :2017 წლის აგვისტო
რეგისტრაცია დასრულდება 10 ივლისს
რეგისტრაციისათვის მიმართეთ ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘პროგრესის’ ადმინისტრაციას ან ეწვიეთ სკოლის ვებ-გვერდს www.schoolprogress.ge
საკონტაქტო ინფორმაცია :

ქ. ქუთაისი , დ.აღმაშენებლის #20
ქ,თბილისი ყიფშიძის #7
ქ, ბათუმი აბუსერიძის #11
ტელ: (+995 431) 25 25 09;
599 90 80 41; ელ-ფოსტა : gaschoolprogressinfo@gmail.com
www.schoolprogress.ge www.americanhighschool.edu.ge
FB: Georgian-American International School ‘PROGRESS’


 2016-2017 სას.წლის კალენდარი


VIII რეგიონალური ოლიმპიადა PROGRESS METER-ის შედეგები

I კლასი 
II კლასი
III კლასი
IV კლასი
V კლასი
VI კლასი
 


ქართულამერიკული საერთაშორისო სკოლაპროგრესი

        ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ‘პროგრესი ‘ ლიცენზირებულია ორმაგი ლიცენზიით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების ‘’ College Board ‘’-ის მიერ.

მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა ‘პროგრესის’ ამერიკულ სექტორზე , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განთავისუფლებულნი არიან CAT – გამოცდებისაგან.

ქართულ ეროვნულ პროგრამებთან ერთად პროგრესელები  გაივლით ამერიკულ პროგრამებს ყოველწლიურად ჩააბარებენ საერთაშორისო გამოცდებს, დააგროვებენ კრედიტებს და სწავლას განაგრძობენ ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში;

  • ამერიკული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ემზადებიან და აბარებენ შემდეგ გამოცდებს :
  1. SAT ( Scholastic Assessment Test ) General
  • SAT subjects
  1. AP-Advanced Placement
  • IBT-TOEFL/ IELTS

სასწავლო პროცესი წარიმართება სასიამოვნო , თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, უახლესი ტექნოლოგიებით, მონიტორებით, პროექტორებითა და სენსორული დაფებით აღჭურვილ საკლასო ოთახებში;

  • საგამოცდო კომპიუტერული ცენტრი;
  • საბუნებისმეტყველო ლაბორატორიული გაკვეთილები ( STEM ) პირველი კლასიდან,
  • თითოეულ საგანს ეთმობა 8-10 გაკვეთილი კვირაში , რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს ადგილზე დაამუშაოს სასწავლო მასალა ;
  • გაკვეთილები არის ინტერაქტიული და სრულად მოსწავლეზე ორიენტირებული, მოიცავს პრეზენტაციებს, მოხსენებებს, სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებს;
  • სწავლის საშუალება ეძლევათ უცხოელ მოსწავლეებს;
  • პროგრესელები ემზადებიან კემბრიჯისა და გოეთეს საერთაშორისო გამოცდებისათვის
  • სკოლა ‘პროგრესი’ ყოველწლიურად ანხორციელებს   გაცვლით პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და პოლონეთში .
  • სკოლაში ფუნქციონირებს კემბრიჯისა და გოეთეს საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი ცენტრი

Cambridge English: YLE . KET, PET, FCE; IELTS,

  • FLEX /HMC მოსამზადებელი კურსი;
  • IBT-TOEFL; IELTS;
  • Goethe Institute (FIT Exams);
  • PSAT / SAT/AP ;GRE/GMAT ;

მოსწავლეების მიღება მოხდება გასაუბრებისა და საგნობრივი ტესტირების საფუძველზე

ჩვენ ვზრდით ლიდერებს,

რომლებიც ქმნიან საზოგადოებას,      

 რომელიც ქმნის პროგრესს!

ამერიკული ” HIGH SCHOOL ” კოლეჯი


სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

დღეს ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესში’’ გაიმართ სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ქართულ–ამერიკული სკოლა ,,პროგრესისა’’ და ქ.ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები. კონფერენცია მიზნად ისახავს განუვითაროს მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარები საშუალება მისცეს ჩამოაყალიბოს, წარმოაჩინოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია არჩეული თემის ირგვლივ . ქართულ–ამერიკული სკოლა ,,პროგრესი ‘’ გაზაფხულზეც გეგმავს წლის დასკნით სასწავლო– შემოქმედებით კონფერენციას , სადაც მონაწილეობის საშუალება მიეცემა საჯარო და კერძო სკოლის VIII,IX,X კლასის მოსწავლეებს. შემოგვიერთდით და გახდით თანამედროვე სამყაროს ნაწილი !

ფოტოგალერეა


ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვება

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის” 10 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი და სწავლას განაგრძობენ საუკეთესო უნივერსიტეტებში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადაეცათ ოქროსა და ვერცხლის მედლები, გილოცავთ პროგრესელებო და გისურვებთ წარმატებებს !

ფოტოგალერა


Georgian-American School Progress

ქართულ–ამერიკული სკოლა ,,პროგრესის’’ მოსწავლეებმა დიდ ბრიტანეთში მოიპოვეს BISS–ის საერთაშორისო სერტიფიკატები.

ფოტოგალერეა


“PROGRESS” IN A STRINGER HIGH SCHOOL UK, BRIGHTON
ACCESS THE ‘’PROGRESS’’ ACCESS THE WORLD!

ფოტოგალერეა


საქველმოქმედო გამოფენა

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის” მოსწავლეებმა მოაწყვეს საქველმოქმედო გამოფენა, ბავშვთა სოფელში მცხოვრები პატარების დასახმარებლად, აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი” აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას , წელს 12 პატარას დაუფინანსდა კემბრიკის საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი.

ფოტოგალერეა


საახალწლო ღონისძიება

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის” სკოლამდელი აღზრდის პროგრამის მოსწავლეებმა გამართეს საახალწლო ღონისძიება . ხელმძელი-დარიკო სანიკიანი, სალომე კახიძე

ფოტოგალერეა


პატარების საახალწლო კარნავალი

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესში ‘ გაიმართა ჭადრაკის ოლიმპიადის პირველი ეტაპი.

ფოტოგალერეა


 

 ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი ” გთავაზობთ აკადემიურ და საერთაშორისო სასერტიფიკაციო პროგრამებს და კურსებს! KET,PET,FCE, IELTS, TOEFL,TOEIC, SAT , AP (ინგლისური); საგამოცდო-მოსამზადებელ კურსს HMC-ის მოსამზადებელი კურსი, ერთი ან ორი სასწავლო წლით გასამგზავრებლად კემბრიჯის, ბერმინგემისა და ოქსფორდის წინა- საუნივერსიტეტო კოლეჯებში, დიდ ბრიტანეთში. ნებისმიერი მსურველისათვის, სასაუბრო სწრაფი კურსი ,,Let’s Talk ‘’ ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისათვის, კემბრიჯის ინტერაქტიული და შემეცნებითი პროგრამებით, თამაშებისა და სიმღერების გამოყენებით. Cambridge English Kids ინგლისური ენის კურსი პედაგოგებისათვის TESOL, TEFL, CELTA გერმანულ (FIT A1& FIT A2 ); ფრანგულ, რუსულ და აღმოსავლური ენების შემსწავლელ კურსს. პროგრამირების კურსს, კურსზე შეისწავლით MICROSOFT VISUAL STUDIO C++, პროგრამირების ენის სინტაქსსა და ელემენტებს , ასევე კომპიუტერულ პროგრამებს : Microsoft office ,Photoshop,Pagemaker,Premier , Corel, PowerPoint და სხვა. კურსებს გაუძღვებიან სერტიფიცირებული პედაგოგები და უცხოენოვანი სპეციალისტები. დარეგისტრირდით ზამთრის სესიაზე 20 თებერვლამდე და ისარგებლე საახალწლო 50% ფასდაკლებით!!!!! დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: ქ. ქუთაისი დ. აღმაშენებლის №20 ტელ: (+995 431) 25 25 09; მობ: (+995) 599 90 80 41;


 


ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის” კიდევ ერთი უდიდესი გამარჯვება !!!!!

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი ‘’ ლიცენზირებულია US – COLLEGE BOARD-ის მიერ და მიენიჭა SAT SUBJECT& AP (ADVANCED PLACEMENT) -ის პროგრამების აკრედიტაცია . რეგისტრაცია დაწყებულია მე-9-12 კალსის მოსწავლეთათვის,რომლებიც მოემზადებიან SAT &AP ის საერთაშორისო გამოცდებისათვის. შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი და გახდი პროგრესული სამყაროს ნაწილი !


Happy Halloween

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესს’’, დილიდან სხვადასხვა მხიარული გმირები სტუმრობდნენ Happy Halloween

ფოტოგალერეა


გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის !!!

ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესში’’ დასრულდა გოეთეს ინსტიტუტის პროექტი გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის !!! Vernetzt für Nachhaltigkeit ტრენერი- ვანესა შარშინგი ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესში’’ პროექტის ხელმძღვანელები არიან: ნათია კილაძე ,სოფიო ლალიაშვილი და თამარ ჭეიშვილი (ბიოლოგიის პედაგოგი)

ფოტოგალერეა


პრაქტიკული მეცადინეობები. ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესი”

ფოტოგალერეა


გახდი პროგრესული სამყაროს ნაწილი !

ფოტოგალერეა


IT Essentials:PC Hardware and Software სასწავლო კურსი

დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესში” გაიმართა IT Essentials:PC Hardware and Software სასწავლო კურსის პრეზენტაცია. IT Essentials:PC Hardware and Software სასწავლო კურსი ორიენტირებულია ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მზარდ მოთხოვნას IT სპეციალისტებზე. კურსი მოიცავს კომპიუტერრული ტექნოლოგიების ,ქსელებისა თუ უსაფრთხოებს ფუნდამენტალურ საკითხებს. IT Essentials სასწავლო კურსი ამზადებს სტუდენტსებს CompTIA A+ საერთაშორისო სერტიფიკატისათვის.

ფოტოგალერეა


„გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ („Vernetzt für Nachhaltigkeit)

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი’’ ჩართულია „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ („Vernetzt für Nachhaltigkeit“) – პროექტში,რომლის ფარგლებშიდაც დღეს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა მოსწავლეებთან. პროექტი „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ („Vernetzt für Nachhaltigkeit“) გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ გარემოსდაცვითი პროექტების ერთობლივად დაგეგმვას და ამ სფეროში პრობლემების საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგნებში ინტეგრირებას. ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესში’’ პროექტის ხელმძღვანელები არიან: ნათია კილაძე ,სოფიო ლალიაშვილი და თამარ ჭეიშვილი (ბიოლოგიის პედაგოგი) დღეს, ასევე ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესში’’ გაიმართა ,,თავისუფალი ეკო -კლუბის ‘’ პრეზენტაცია, რომელშიც გაერთიანების შესაძლებლობა ეძლევა ქალაქის ყველა სკოლის მოსწავლეს, ,,თავისუფალი ეკო- კლუბის ‘’ მუშაობა ითვალისწინებს: ეკოლოგიური პრობლემების განხილვას, ეკოლოგიური პროექტების შესწავლას და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოწვევას , რომლებიც ისაუბრებენ ეკოლოგიაზე, ასევე ვიქტორინები და ექვსკურსიებს მოწყობა.

ფოტოგალერეა


”SAT-ისა და ამერიკული სასწავლო პროგრამების ‘’ პრეზენტაცია

ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი ‘’ ლიცენზირებულია US – COLLEGE BOARD-ის მიერ და შეუერთდა მსოფლიოს საუკეთესო სკოლათა რიცხვს! გახდი თანამედროვე სამყაროს ნაწილი,მოიპოვე ორმაგი სტანდარტის საშუალო განათლების ატესტატი და განაგრძე სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ,დიდი ბრიტანეთისა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ! პროგრამის ხელმძღვანელები : დალასის უნივერსიტეტის პროფესორი სუზან შნითზუსი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – ელისო ფანცხავა

ფოტოგალერეა


STEM-გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება

”გამოყენებითი ფიზიკის და პროგრამირების სწავლების ინოვაციური მეთოდი” პროგრამის ავტორი: ზოგად საუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი- დავით სონღულაშვილი

ფოტოგალერეა


ახალი 2015-2016 სასწავლო წელი

ფოტოგალერეა


დ ი რ ე ქ ტ ო რ ი ს ა გ ა ნ
ქართულ–ამერიკული საშუალო სკოლა „პროგრესი“ ცდილობს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შეუქმნას საიამოვნო გარემო და კომფორტული სამუშაო ატმოსფერო, ამიტომაც ამ სასწავლო დაწესებულების თითოეული წევრი ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემით იმსჭვალება და მეგობრული გარემო ხელს უწყობს სასწავლო–საზოგადოებრივ პროგრესს. დისციპლინაზე დამყარებული სამუშაო პროცესი და შეცნობა იმისა, რომ ამ სასწავლებლით ადვილად შეიძლება მიაღწიო მიზანს, აღმოაჩინო და მაქსიმალურად დახვეწო საკუთარი შესაძლებლობანი, გახდე პროგრესულად მზარდი მსოფლიოს ნაწილი, თითოეულ „პროგრესელს“ უღვიძებს შეგნებას, რომ მას მეტი ვალი აქვს ქვეყნისა და ოჯახის წინაშე, რომ ის გამორჩეულია და ასეთი ამაღლებული განწყობით ნებისმიერი სირთულის დაძლევას შეძლებს. ინტერესებისა და იდეების დაცულობა კი ამ შეხედულებას კიდევ მეტად ამყარებს. აქ დრო ძალიან სწრაფად გადის, რადგან თითოეული წუთი მიზნობრივად და საინტერესოდ არის გაწერილი, ურთიერთობა გულწრფელობასა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული. ცხადია, არსებობს მასწავლებლისა და მოსწავლის მოვალეობანი, მაგრამ ურთიერთობა და ნდობის ფაქტორი, რომელიც არსებობს მოსწავლესა და პედაგოგს შორის, (ან დირექციისა და თანამშრომლების ურთიერთობა, თუნდაც მშობლებისა და პედაგოგების), იმდენად გულღიაა, რომ სასწავლო პროცესი აღიქმება არა როგორც მძიმე ვალდებულება, არამედ საქმე – რომელსაც სიამოვნებით ასრულებ.

მეტი